fbpx

სად წავიდეთ თოვლში დასასვენებლად ზამთრის ცნობილი კურორტების გარდა?


გააზიარე სტატია

 

საქართველო  კურორტების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. ზამთრის სეზონზე ოჯახთან, მეგობართან, თანამგზავრთან ან მარტო დასვენება ცნობილი სათხილამურო კურორტების გარდა, სხვადასხვა, ერთმანეთისგან გასხვავებულ ადგილებში შეგიძლიათ.

ნახეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული სერვისები და განსხვავებული ტიპის სასტუმროები, სადაც ზამთრის თოვლიანი დღეების გატარებას და ახალი თავგადასავლებით გამხიარულებას შეძლებთ.

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

თბილისიდან 200 კილომეტრში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია. იქ ახლა თოვლია, ხოლო წელიწადის ამ დროისთვის ეროვნულ პარკში ზამთრის ბილიკები არსებობს,  რომლებიც ზამთარში, თოვლში სასიარულოდ არის მოწყობილი.

აქ შესაძლებელია ლაშქრობა თოვლის ფეხსაცმლით და მის გარეშეც. 

🗻🌲 Snowshoeing is one of the best activities of the winter season when visiting Borjomi-Kharagauli National Park ⛷🌨🗻🌲…

Gepostet von National Parks of Georgia / საქართველოს ეროვნული პარკები am Mittwoch, 19. Februar 2020

დაახლოებით  20 კმ-იანი მონაკვეთის გავლის შემდეგ თავშესაფარი შეგხვდებათ, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ.

ზამთრის სეზონზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორებს ღამისთევა 2 სხვადასხვა თავშესაფარში შეუძლიათ, ესენია ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი და ჩითახვის მცველთა თავშესაფარი.

იმ შემთხვევაში, თუ სათანადო აღჭურვილობა ან ღამის თევისთვის საჭირო ატრიბუტიკა არ გაქვთ, მათი ქირაობა ადგილზე შეგიძლიათ, რის შემდეგაც ღამეს თავშესაფარში გაათევთ.

ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში 1 ადამიანისთვის 20 ლარი ღირს, ხოლო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის – 10 ლარი.

იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენი სურვილი მხოლოდ ბუნებაში რამდენიმე საათის გატარებაა და საძილე ტომარაში ძილის პერსპექტივა არ გხიბლავთ, ახლო-მახლო სასტუმროების პოვნაც მარტივად შეგიძლიათ. 

გაითვალისწინეთ, ეროვნულ პარკში შესვლისას აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, ბორჯომში ან ხარაგაულში.

 

სოჭი 

კოტეჯი “სოჭი” რაჭაში – შაორის სანაპიროზე, სოფელ თლუღის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი, აღჭურვილია ცხელი და ცივი წყლით. ადგილზე დაგხვდებათ სახლის კინოთეატრი, მაგიდის ტენისი, დინამიკი, WI-FI, სამზარეულო ყველა საჭირო ნივთით და მოწყობილობით და რაც მთავარია – თოვლი.

“სოჭი” იდეალურია დასასვენებლად როგორც მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად, ასევე ოჯახისთვის ან მცირე ჯგუფებისთვის. 

კოტეჯის მთლიანად ქირაობა 300 ლარად შეგიძლიათ.

 

გარემო 

ჰოსტელი “გარემო”  რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში მდებარეობს და მოიცავს ორ დიდ და პატარა კოტეჯს.

დიდ კოტეჯში ოთხი ნომერია – 2 ორკაციანი და 2 ხუთკაციანი.

ორადგილიანი ნომრის ფასი 2 პერსონაზე 1 ღამით 60 ლარია, ხუთადგილიან ნომერში კი 1 ადამიანის ღამისთევის ფასი 25 ლარია. 6 წლამდე ბავშვებისთვის კი უფასოა. ნომრები დენის გამათბობლებით თბება. კოტეჯში არის 2 სველი წერტილი, 1 სამზარეულო და მისაღები ბუხრით.

პატარა კოტეჯი ცალკე დგას, იზოლირებულია და გათვლილია ორ ადამიანზე, პატარა სამზარეულოს კუთხით და აბაზანით. კოტეჯის ფასი 1 ღამით 100 ლარია.

“გარემომდე” მისვლა საკმაოდ მარტივია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირდაპირ კოტეჯის ჭიშკართან აჩერებს. შეგიძლიათ იმგზავროთ როგორც თბილისიდან, ასევე ბათუმიდან და ქუთაისიდან. 

 

კემპერვენი MTA 

იმ შემთხვევისთვის, თუ მშვიდი დასვენების ნაცვლად რაღაც არასტანდარტულს ეძებთ, კემპერვენი საუკეთესო გამოსავალია. აქამდე კემპერვენების მყუდრო ინტერიერის ფოტოებით მხოლოდ ინტერნეტით ვტკბებოდით, მაგრამ ეს სერვისი ცოტა ხნის წინ საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა.

MTA თვითნაკეთი კემპერვენის გაქირავების პირველი კომპანიაა საქართველოში.

Ford Transit AWD გადაკეთებულია საცხოვრებელ სივრცედ – ჩაშენებულია ტექნიკა და ავეჯი, გათბობა, გამწოვი – მოკლედ, ყველაფერი საიმისოდ, რომ იცხოვროთ და იმოგზაუროთ ბორბლებზე.

კემპერვენი თავისი მონაცემებით იდეალურია თოვლსა და უგზოობაში სასიარულოდ.

კემპერვენი უკვე ქირავდება და მისი ფასი ერთი დღით 340 ლარს შეადგენს. 

The very first self-built campervan rental in Georgia#campervan #rental #Georgia©️ sany commercial

Gepostet von Mta Campervans am Montag, 3. Februar 2020

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.