fbpx

შემოქმედებითი ადამიანების გავლენა თქვენი კომპანიის მოგებაზე


გააზიარე სტატია

ბოლო 10 წლის განმავლობაში შემოქმედებითობასა და ტექნოლოგიას შორის უფსკრული უფრო ვიწრო გახდა. დრო, რომელიც იდეის შესრულებისთვისაა საჭირო, მკვეთრად შემცირდა.  ამან სამუშაო ადგილებზე გაზარდა კრეატიულობის ROI – შედეგი ჩადებული ინვესტიციიდან.

Adobe-ის 2016 წლის კრეატიულობის კვლევის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ინვესტიციას თანამშრომლების კრეატიულობაში დებენ: 

შემოქმედებითობა აღარ არის მხოლოდ საბავშვო ბაღების ოთახებში. ეს დიდ გავლენას მოახდენს მუშაობის მომავალზე. ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ შემოქმედებითობას, მოგებას ნახულობენ. ისინი თავიანთი ორგანიზაციების სიმდიდრეს ქმნიან და თუ ორგანიზაციები ამას არ წაახალისებენ, ინდივიდები ამ სიმდიდრეს დამოუკიდებლად გამოიმუშავებენ.

ინოვაცია იწვევს ფუნდამენტური პარადიგმების ცვლას. ის შესაძლებელს ხდის იმას, რაც აქამდე არ არსებობდა.  მხოლოდ იმის ცოდნა, როგორ გამოიყენო ტექნოლოგია, მნიშვნელოვანი არ არის. ღირებულია წარმოიდგინო ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ტექნოლოგიას (ახალი შესაძლებლობები).  ამ ყველაფერს კი კრეატიულობა სჭირდება.

 

როგორ იყენებენ ბიზნესის ლიდერები სამსახურში კრეატიულობის ROI-ს?

 

კომერციული ვებბროუზერი + საკრედიტო ბარათის დამუშავება

90-იანი წლების ბოლოს მარკ ანდრესენის წყალობით ვებბრაუზერი ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა. პორნოკინოინდუსტრიის გამო ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ინტერნეტში საკრედიტო ბარათები განვათავსოთ. ამ ორი ტექნოლოგიის დაახლოებამ წარმოშვა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი და ინოვაციებში კი – მილიარდობით დოლარი. ამან მოგვცა Amazon, eBay და ელექტრონული კომერცია.

 

WEB 2.0

ვებ 2.0-მა ხელმისაწვდომი გახადა Facebook, Twitter, WordPress, YouTube, Yelp და სხვა. ადამიანებს უფასოდ ან დაბალ ფასად სხვადასხვა რესურსებთან, ხელსაწყოებთან და არხებთან აქვთ წვდომა. ამის წყალობით, ყველას შეუძლია:

  • წიგნის განთავსება Amazon-ზე
  • შოუს შექმნა YouTube-ზე
  • Shopify-ზე ვაჭრობა
  • პოდკასტი ან/და მუსიკის განთავსება iTunes-სა და Spotify-ზე

როდესაც ამ ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტთან დააკავშირებთ, მიიღებთ მომავალს, სადაც:

  • გაქვთ წვდომა თქვენი ჯანმრთელობის მონაცემებზე
  • შეგიძლიათ რთული და განმეორებითი დავალებების ავტომატიზაცია
  • შექმნით ისეთ ინდუსტრიებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არსებობს

ამ პარადიგმების ცვლასთან ერთად, ორგანიზაციებში ლიდერებმა უნდა დასვან ერთი მარტივი შეკითხვა: “რა შესაძლებლობას მოგვცემს ეს პროდუქტი ისეთს, რაც აქამდე არ არსებულა?” ამ უბრალო კითხვამ ბოლო ათწლეულია ინოვაციაში მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა.

როგორც ზემოთაა აღნიშნული, ტექნოლოგია ამცირებს ფასს – ეს კი იმ მუშახელის რიცხვის შემცირებასთან ერთად ხდება, რომლებიც იდეის შესასრულებლად მუშაობენ. სწორი ხელსაწყოებით ერთ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ადრე ათი აკეთებდა. დღეს უკვე შეგიძლიათ კოდის დაწერის გარეშე შექმნათ აპლიკაცია, ვიდეოები ზედმეტი აღჭურვილობის გარეშე, უბრალოდ მობილურით გადაიღოთ და ა.შ. 20 წლის წინ ჩვენს კომპიუტერებს არ შეეძლო იმის გაკეთება, რაც დღეს ჩვენს ტელეფონებს შეუძლია.



როდესაც ადამიანები თავიანთი შემოქმედების გამოხატვას ეჩვევიან, ფასდაუდებელი უნარებსა და თვისებებს ამჟღავნებენ.

ორგანიზაციამ თანამშრომლებში უნდა აღმოაჩინოს ის უნარ-ჩვევები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია.

  • შეიძლება ადამიანი ფენომენალური მწერალი იყოს. იგი საუკეთესოდ შეძლებს ბიულეტენების ან კომპანიის ბლოგისთვის სტატიების დაწერას. 
  • სხვა თანამშრომელი შესაძლოა ფენომენალური იყოს წიგნების, პოდკასტების და ა.შ. სასარგებლო ინფორმაციის ათვისებაში, ამიტომ მას სხვებისთვის ცოდნის გაზიარებაში გამოიყენებთ.

წაახალისეთ ცნობისმოყვარეობა, არ შეგეშინდეთ რისკების და რაც მთავარია – მიეცით ერთმანეთს დრო კრეატიულ იდეებზე საფიქრელად.

 

ორიგინალი: https://unmistakablecreative.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.