ფეხებმოკეცილი ჯდომის მოყვარულებისთვის კომპანია სპეციალურ სკამებს ქმნის
ფეხებმოკეცილი ჯდომის მოყვარულებისთვის კომპანია სპეციალურ სკამებს ქმნის
დარწმუნებული ვარ, უმეტესობა თქვენგანი, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ფეხებმოკეცილი სხედხართ. ჯდომის ეს მანერა მილიონობით ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. ასე ჯდომა ნამდვილად მოსახერხებელია, თუმცა ერთი მინუსი აქვს – გარკვეული დროის შემდეგ დაბუჟება იცის. შეიძლება მუხლებში ტკივილიც კი იგრძნოთ, რადგან ამ დროის განმავლობაში სისხლის მოძრაობა ფეხებში შეფერხებული იყო.
გასულ წელს ამერიკულმა კომპანია health by design-მ დაიწყო ერთგვარი “ოცნების სკამების” დამზადება.
ეს გონებამახვილური გამოგონება ჯდომის პროცესს უფრო ხანგრძლივსა და უმტკივნეულოს ხდის. მისი სიმაღლე რეგულირდება, ხოლო ფეხების მოსათავსებელი ნაწილი ისეა მოდელირებული, რომ სისხლის მოძრაობას ხელს არ უშლის.
დიზაინერი პაკ მეთიუსი იმ ფაქტმა შთააგონა, რომ სტანდარტული, მოუხერხებელი სავარძლები სამუშაო დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომის დროს ზურგს ატკიებდნენ. მან დაიწყო თანამშრომლობა მეგობრებთან, რომლებიც იყვნენ: იოგას ინსტრუქტორები და დურგლები, სწორედ მათთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა პირველი სკამი. ახალი დიზაინი იმდენად უნიკალური აღმოჩნდა, რომ იგი დააპატენტეს კიდეც.
მეთიუსი, სანამ სკამს შექმნიდა, ცდილობდა იოგაში ევარჯიშა, მისი გამოგონების შემდეგ კი დიზაინერისა და იოგას ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა, რადგანაც სწორედ სკამის დახმარებით მან შეძლო იოგას ბევრი ისეთი მოძრაობის შესრულება, რომლებსაც მანამდე ვერ ახერხებდა.
ამ პროდუქტმა დიზაინერის ოცნება, რომ აღარასდროს დასჭირვებოდა ჩვეულებრივი ოფისის სავარძელი, ნამდვილად აასრულა.
ახალა მისი დილა იოგას ვარჯიშით იწყება, შემდეგ ოფისში მისივე გამოგონებულ სავარძელზე გადაინაცვლებს, ხოლო ძილის წინ კვლავ იოგას უბრუნდება.
მეთიუსის თქმით, პროდუქტის სამიზნე აუდიტორია, ძირითადად, მალაიზიელები არიან, რადგან სწორედ მათ მოსწონთ ფეხებმოკეცილი ჯდომა. მისი ჩანაფიქრი გამართლებული აღმოჩნდა. აზიელები ბავშვობიდანვე ეჩვევიან ასე ჯდომას.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მალაიზიელმა მსახიობმა თავის ტვიტერზე განათავსა მეთიუსის გამოგონების ფოტო, უამრავი მალაიზიელი დაინტერესდა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ სავარძლების მათ ქვეყანაში ტრანსპორტირება. მსახიობის პოსტი ვირუსულად გავრცელდა და ამ დრომდე 42 000 გამოხმაურება აქვს.
ავტორი:https://theheartysoul.com/