fbpx

Balenciaga: რატომ იყო ცარიელი პირველი რიგები გვასალიას დღევანდელ AW20 შოუზე?


გააზიარე სტატია

კორონავირუსის ეპიდემიის შიშით დაზაფრული პარიზის Fashion Week-ზე დემნა გვასალიამ ხასიათის გამოსაკეთებელი ესკაპიზმი კანიე ვესტს გადაულოცა, ხოლო თავად კი Balenciaga-ს 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა, რომელმაც ცენტრში მოაქცია კლიმატური ცვლილებების საყოველთაო საფრთხე. შემოქმედებითი დირექტორი თავის სეტ დიზაინში შემაშფოთებელი პოლიტიკური განცხადებებისგან უკან არასდროს იხევდა – ნახეთ მისი  EU ლურჯი შოუ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის – და ამ მხრივ ახალი სეზონიც არ ყოფილა გამონაკლისი.

Vetements-ის დამფუძნებელმა სენ-დენის კინოსტუდიაში ფეშენ-რედაქტორები მოიწვია, სადაც ამფითეატრის ცენტრი სპეციალურად წყალში იყო ჩაძირული ოკეანის დონის მატების  ეჭვგარეშე გარემოებაზე მისანიშნებლად. შესაბამისად, მაყურებლის სკამების პირველი ორი რიგი წყალში ჩაძირული აღმოჩნდა და საპატიო სტუმრები იძულებულები იყვნენ ზედა რიგებისკენ გადაენაცვლათ იმის გამოც, რომ არ დასველებულიყვნენ წყალში მუხლამდე ჭყაპა-ჭყუპით მოძრავი მოდელებისგან.

იყო თუ არა ეს ბიბლიურ წარღვნაზე უფრო შემაშფოთებელი? ამ ყველაფრის თავზე ჩამოკიდებულ დიდ LED ეკრანზე ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდა ჰიჩკოკის ჩიტები და აალებული მდუღარე ლავა. “მატრიცას” მიმსგავსებული ტყავის მოსასხამები,  “ბალენსიაგას საფეხბურთო კლუბის” ნაკრებები  და ანაბოლური ბოდიბილდერების კოსტიუმები მაყურებლის წინაშე გადი-გამოდიოდა, ხოლო შემაძრწუნებელი სცენები ჩაბნელებულ აუდიტორიაში წყლის ზედაპირზე აირეკლებოდა – შესაძლოა ცეცხლისა და გოგირდის აგონიის დასაცხრომად?

თვალისმომჭრელი მოტკეცილი  სამოსი აუცილებლად გახდება წითელი ხალიჩის ფავორიტი. მსოფლიო, როგორც ჩანს, აფეთქების ნაცვლად დისკოში ჩაინთქმება.

 

ორიგინალი: https://www.vogue.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.