fbpx

რა დაემართება თქვენს ტვინსა და სხეულს, თუ ყოველდღიურად იოგას ივარჯიშებთ?


გააზიარე სტატია

36 მილიონზე მეტი ამერიკელი იოგას ვარჯიშობს, რადგან ამ აქტივობას შეუძლია სხეულისა და ტვინის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა. კვლევების მიხედვით, იოგა აუმჯობესებს მოქნილობას, რაც, თავის მხრივ, ზურგის ტკივილისგან დაგიცავთ. ის ორგანიზმში ამცირებს ანთებას, რაც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა  სერიოზულ დაავადებებთან. ვარჯიშის სხვა ფორმების მსგავსად, იოგამ შეიძლება შეამციროს სტრესი.

თუ ჯანმრთელობა თქვენთვის პრიორიტეტია, ამ წელს იოგა ნამდვილად უნდა დაიწყოთ, რადგან ეს შესაძლოა ტოქსინებისგან გათავისუფლებაშიც დაგეხმაროთ. იოგას მრავალნაირი სტილი არსებობს, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, ის გულისხმობს გარკვეული რაოდენობის გაწელვებსა და მედიტაციას. 

არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს იმ აზრს, რომ იოგა გამოდევნის ტოქსინებს თქვენი ორგანიზმიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ვარჯიშის ამ ტექნიკას არ შეუძლია თქვენს სხეულს სხვა გზით დაეხმაროს.

ამერიკელთა დაახლოებით 80% განიცდის ზურგის ტკივილს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იოგას მხოლოდ 6-12 თერაპიის შემდეგ, მონაწილეები ნაკლებად გრძნობდნენ სხეულის ქვედა ნაწილში ტკივილს, ეს კი იმის გამო ხდება, რომ გარკვეული პოზები ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთებს ჭიმავს, რაც შემდგომ ზურგის ქვედა ნაწილზეც მოქმედებს.

2015 წელს ჩატარებულ კვლევაში ქალებმა პრაქტიკაში გამოიყენეს “ჰათჰა იოგას” ისეთი პოზები, როგორებიცაა “დაღმავალი ძაღლი” და “სამკუთხეთი”. ისინი  16 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირა დაახლოებით 90 წუთს ვარჯიშობდნენ. ბოლო ერთ კვირაში ქალები 4 სანტიმეტრით ახლოს სწვდებოდნენ საკუთარ ფეხის თითებს, ვიდრე მანამდე. 

თუ თქვენ იოგის სესიების დროს მედიტირებთ კიდეც, მაშინ მოქნილობა შეიძლება არ იყოს ერთადერთი სარგებელი. 7-დან 16 კვირის განმავლობაში მედიტაციური მოქმედებების შემდეგ, ერთ კვლევაში მონაწილეების სისხლში C-რეაქტიული ცილების უზარმაზარი ვარდნა დაფიქსირდა. ეს ცილები ანთებას უკავშირდება, რომლებიც, თუ ზედმეტ სტრესს განიცდით, შეიძლება ორგანიზმში გადაჭარბებული რაოდენობით გამომუშავდეს.  დროთა განმავლობაში ასეთმა ანთებამ შეიძლება ისეთ სერიოზულ დაავადებებს შეუწყოს ხელი, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და კიბო. სწორედ აქ დაგეხმარებათ იოგას მედიტაციური თვისებები.

არსებობს ვარაუდი, რომ იოგამ შეიძლება შეამციროს სტრესი, ცენტრალური ნერვული სისტემის სტრესის ჰორმონებისგან გათავისუფლების გზით. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიტაციაზე ორიენტირებული იოგას ტიპი, ტვინში ისეთი კარგი ჰორმონის დონეს ზრდის, როგორიც ოქსიტოცინია. გარდა ამისა, იოგა ვარჯიშია, ვარჯიში კი თავისთავად სტრესის შემამსუბუქებელია. 

აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანთა სერვისების დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევს კვირაში ორნახევარ-ხუთსაათიან მსუბუქ ვარჯიშს. ეს შეიძლება შეიცავდეს ისეთ ვარჯიშებს, როგორებიცაა იოგა, სწრაფი სიარული ან ცურვა.

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.