fbpx

Facebook ამერიკელ მომხმარებლებს ხმოვან ჩანაწერებში თანხას გადაუხდის


გააზიარე სტატია

Facebook ზოგიერთ მომხმარებელს ხმის ჩანაწერებში თანხის გადახდას შესთავაზებს, რომელსაც შემდგომ მეტყველების ამომცნობი ტექნოლოგიის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. კომპანიამ ამის შესახებ გასულ ხუთშაბათს  განაცხადა. 

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც Facebook, ისევე როგორც Amazon, Apple, Google და Microsoft ხმოვანი ჩანაწერების მოსმენასა და გადმოწერაში “გამოიჭირეს”, რადგან ამას მომხმარებლების ინფორმირების გარეშე აკეთებდნენ. 

 

ფეისბუქი ხმოვანი ჩანაწერების გაკეთების საშუალებას ახალი პროგრამის, Pronunciations-ის ნაწილის ფარგლებში მოგცემთ, რომელიც Viewpoint-ის ბაზრის კვლევის აპლიკაციაში შედის.

კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ ჩაწეროთ ფრაზა “Hey Portal”, რომელსაც მოაყოლებთ მეგობრის სახელს თქვენივე მეგობრების სიიდან.   ამის გაკეთებას 10-მდე მეგობრის სახელებით შეძლებთ და თითოეული განცხადება  ორჯერ უნდა ჩაწეროთ.

ფეისბუქი ბევრს არ გადაიხდის. თუ ერთ ჩანაწერს გააკეთებთ, მიიღებთ 200 ქულას Viewpoints აპლიკაციაში. ქეშად თანხას მანამდე ვერ გამოიტანთ, სანამ  მინიმუმ 1000 ქულას არ მოიპოვებთ, ეს კი მხოლოდ $5-ია. ამასთან მომხმარებლები შეძლებენ ჩანაწერების ხუთამდე ნაკრების შექმნას.  შესაბამისად, იზრდება ქულების დაგროვებისა და ანაზღაურების მიღების შანსიც.

ფეისბუქში აცხადებენ, რომ ხმოვანი ჩანაწერები მოხმარებლების პირად ანგარიშებთან არ დაკავშირდება და მეტიც, კომპანია Viewpoints-ის აქტივობას ნებართვის გარეშე არცერთ სხვა პლატფორმაზე არ აზიარებს. 

Pronunciations პროგრამა 18 წელზე მეტი ასაკის ამერიკელი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელთაც 75-ზე მეტი  მეგობარი ჰყავთ. პროგრამა ნელ-ნელა ამოიწურება, ასე რომ, ის ყველასთვის არ არის.

 

ორიგინალი: https://www.theverge.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.