fbpx

მეცნიერებმა მეტეორიტში არამიწიერი წარმოშობის ცილა აღმოაჩინეს


გააზიარე სტატია

მეცნიერებმა მეტეორიტში პირველად იპოვეს ცილის სრული მოლეკულა – ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ის დედამიწიდან წარმოშობილი არ არის.

მეტეორიტი Acfer 086-ის ნიმუშების ანალიზის შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და ორმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ –  PLEX Corporation-მა და Bruker Scientific-მა – დაადგინეს, რომ აღმოჩენილი ცილა ქიმიურად განსხვავდება ხმელეთის ცილისგან. როგორც მეცნიერებმა თავიანთ გავრცელებულ  ნაშრომში  განაცხადეს, “ეს პირველი პროტეინია, რომელიც არამიწიერი წარმოშობისაა”. 

ცილა ორგანული მოლეკულაა, რომელიც ამინომჟავებისგან შედგება. ის მაღალენერგეტიკული საწვავის წყაროა და ასევე, უზრუნველყოფს ბიოლოგიური უჯრედების ფუნქციონირებას. 

მეცნიერებმა კოსმოსში წლების წინ აღმოაჩინეს ამინომჟავები (ან მინიმუმ ამინომჟავის მსგავსი მოლეკულები), ამ პროცესში სხვა მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მოლეკულებიც გამოჩნდნენ. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ადრე კოსმოსში ამინომჟავების ჯაჭვებიც დაფიქსირდა, მაგრამ არცერთი ჯაჭვი არ ყოფილა საკმარისად  ორგანიზებული, რომ სრულყოფილ ცილად ჩათვლილიყო.

ნაშრომი – რომელმაც ჯერ  აკადემიური მიმოხილვა უნდა გაიაროს ან სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდეს – ამყარებს ჰიპოთეზას, რომ მეტეორიტის ზემოქმედებამ შესაძლებელია ხელი შეუწყო დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებას. 

სიცოცხლის გაჩენისთვის საჭირო ზოგიერთი მოლეკულა, სავარაუდოდ, კოსმოსური ასტეროიდების დაჯახებით იქნა გადაცემული.

ორიგინალი; https://futurism.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.