fbpx

10 ფილმი, რომელთა პრემიერა მარტში იგეგმება და არ უნდა გამოტოვოთ


გააზიარე სტატია

გარდა იმისა, რომ მარტი გაზაფხულის პირველი თვეა, თბილი და სასიამოვნო ამინდების გარდა, მისი მოსვლის გამო სიხარულის მინიმუმ კიდევ 10 მიზეზი გვაქვს. 

კინოს მოყვარულებს ჩამოგითვლით ფილმებს, რომელთა პრემიერაც მარტშია დაგეგმილი და მათი ნახვა სასურველია არ დაგავიწყდეთ: 

 

  • A Quiet Place – მეორე ნაწილი 

“A Quiet place” ბოლო დროის კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომლის გაგრძელებასაც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით იხილავდა მაყურებელი. 

თქვენც თუ მათ შორის ხართ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ ფილმის მეორე ნაწილის გადაღებებზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დიდ ეკრანზე მის ხილვას 18 მარტს შევძლებთ. 

ფილმი, სადაც მთავარ როლებს ემილი ბლანტი, ჯონ კრასინსკი და მილისენტ საიმონდსი თამაშობენ, მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც საშინელი არსებებისგან თავის დასაღწევად „მშვიდ ადგილას“ გადადის საცხოვრებლად. 

 

  • Mulan

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ დისნეიმ 1998 წელს გამოსული ცნობილი ანიმაციური ფილმი „მულანი“ გააცოცხლა და მისი ახალი, მხატვრული ვერსია გადაიღო. 

ხანგრძლივი კასტინგის შემდეგ პრინცესას როლს ფილმში ჩინელი მსახიობი ლიუ იუფეი ასრულებს. 

კარგია, რომ ფილმის პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მის ხილვას დიდ ეკრანებზე უკვე 25 მარტიდან შევძლებთ. 

 

  • Military Wives

ბრიტანელი რეჟისორი პიტერ კატტანეო ფილმზე „Military Waves” მუშაობისას რეალური ამბებით იყო ინსპირირებული. 

ფილმი სამხედრო ბაზაზე მცხოვრები ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ქმრებიც ავღანეთში მსახურობენ. მათი ყოველდღიურობა კი სავსეა სახალისო, მაგრამ ამავდროულად დრამატული მოვლენებითაც. 

ფილმის პრემიერა 6 მარტს იგეგმება დიდ ბრიტანეთში, დანარჩენი მსოფლიო კი მას ოდნავ მოგვიანებით ვიხილავთ. 

 

  • The Hunt

ფილმს The Hunt მაყურებელი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოდან ელოდება, თუმცა, მისი პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო. 

სიუჟეტი 12 პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც გაურკვეველ ადგილას, გაურკვეველ ვითარებაში იღვიძებენ და მალევე არკვევენ, რომ ისინი ერთადერთი მიზნისთვის შეარჩიეს — სანადიროდ. 

ფილმის პრემიერა ამჯერად 13 მარტსაა დაგეგმილი. 

 

  • Onward

„Onward“ – ასე ჰქვია დისნეისა და პიქსარის ერთობლივ ანიმაციას, რომელიც გვიყვება სამყაროს შესახებ, სადაც მაგია უბრალოდ გაქრა.

სად წავიდა ის? — მთავარ კითხვაზე პასუხს კი ანიმაციის პერსონაჟებთან ერთად, რომლებსაც ოქტავია სპენსერი, კრის პრატი და ტომ ჰოლანდი ახლოვანებენ, 4 მარტს, „Onward“-ის მსოფლიო პრემიერის შემდეგ გავიგებთ.  

 

  • The Roads Not Taken

ამ გაზაფხულს კიდევ ერთ საინტერესო დრამას ვნახავთ. სულ ცოტა ხნის წინ სალი პოტერის “The Roads not Taken” პრემიერა უკვე გაიმართა 2020 წლის ბერლინალეზე. 

ფილმი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კაცს, ქალსა და მათ ქალშვილს აერთიანებთ. არჩევანი და გადაწყვეტილებები კი, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში იღებენ,  ფილმის მთავარი ინტრიგაა. 

ფილმის პრემიერა 13 მარტსაა დაგეგმილი აშშ-ში, 26 მარტს კი არგენტინაში. 

 

  • Bacurau

ბებიის გარდაცვალების შემდეგ ტერეზა ბრაზილიის მშობლიურ სოფელში გადადის საცხოვრებლად, სადაც უცნაური მოვლენებიდან მთავარი კვანძის გახსნას ცდილობს. 

“Bacurau” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც 2019 წლის კანის კინოფესტივალზე უჩვენეს და ჟიურის პრიზიც გადასცეს. 

ფილმის მსოფლიო პრემიერა კი 2020 წლის 6 მარტისთვის დაიგეგმა. 

 

  • Radioactive

რეჟისორ მარჯან სატრაპის 2019 წლის ფილმი “Radioactive” მე-20 საუკუნეში მცხოვრები პოლონელი მეცნიერის, მარი კიურის ისტორიას მოგვითხრობს.

მას ორჯერ გადასცეს ნობელის პრემია, თუმცა, საბოლოოდ საკუთარმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა იმსხვერპლა. 

ფილმის პრემიერა მთელი თვის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად გაიმართება. 

 

  • The Truth

ფილმის „The Truth“ მსოფლიო პრემიერა, რომელშიც მთავარ როლებს კატრინ დენევი და ჟულიეტ ბინოში ასრულებენ, 5 მარტს იგეგმება.

ფილმი დედა-შვილის ურთიერთობაზეა. დედა პოპულარული ფრანგი მსახიობია, შვილი კი სცენარისტი. დედის მემუარების გამოქვეყნების შემდეგ შვილი მასთან ჩადის და სწორედ აქ იწყება დაპირისპირება, რომელიც ოჯახის საიდუმლოებებს გამოამჟღავნებს. 

ფილმის პრემიერა პირველად გერმანიაში, 5 მარტს გაიმართება. 

 

  • Misbehaviour

ქალების გარკვეული ჯგუფი ცდილობს, რომ ლონდონის 1970 წლის მის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიალი ჩაშალონ. 

ფემინიზმი, რასიზმი — ფილმში “Misbehaviour”, რომლის პრემიერაც 13 მარტს იგეგმება, საზოგადოებისთვის დღემდე აქტუალური და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემებია წამოჭრილი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.