fbpx

50 Best Explores საქართველოში საუკეთესო შეფმზარეულებსა და სომელიეებს აგზავნის


გააზიარე სტატია

50 Best Explores  საქართველოში 4 გუნდს გამოგზავნის, რომელთა შორის არიან შეფმზარეულები და სომელიეები მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიიდან. ისინი საქართველოს ოთხ რეგიონს მოინახულებენ, რათა შეისწავლონ ქვეყნის სამზარეულო, სასმელი, კულტურა და ლანდშაფტი. ამ პროცესში 50 Best შექმნის ფილმების სერიას, რომელიც ივლისში გამოვა. მასში  ყურადღება გამახვილებული იქნება არცთუ ისე ცნობილ ტრადიციებზე – ისინი გავლენას ახდენენ თითქმის ყველაფერზე, რასაც რესტორნებში ვხედავთ.

 

პროექტის ვებგვერდზე შეფმზარეულების მარშრუტები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ ინფორმაციაც გამოაქვეყნეს:

 

მარშრუტი #1 – თბილისი-კახეთი

  • ტიმ რაუ, ბერლინის რესტორან Tim Raue-ს შეფმფლობელი – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში მე-40
  • მარკ ბრაიტი, სან ფრანცისკოს რესტორან Saison-ის თანადამფუძნებელი და ღვინის დირექტორი – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში 70-ე

კულინარიისა და ღვინის სამყაროს ორი ცნობილი ავტორიტეტი ტიმ რაუ და მარკ ბრაიტი თბილისიდან კახეთისკენ იმოგზაურებენ. კახეთში ვაზი 4,250 კვ.მ-ზეა გადაჭიმული და რეგიონი ქვეყნის მარაგის ნახევარს აწარმოებს. მონასტრები თარიღდება 1500 წლით, სადაც უნიკალური ჯიშები – რქაწითელი, მწვანე, საფერავი – გვხვდება. ისინი ხასიათდება არაამქვეყნიური გემოთი, არის როგორც ხასხასა წითელი, ასევე თეთრი – ისინი თანდათანობით ფართო გასტრონომიულ სამყაროში ბრუნდებიან, რადგან მიწოდების ქსელები უფრო დახვეწილია.

გუნდი ეწვევა “ხოხბის ცრემლების” რესტორანს სიღნაღში, რომელიც ამერიკელ ჯონ ვურდმანს ეკუთვნის და მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ღვინის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაში.

მარშრუტი #2 – სამცხე ჯავახეთიდან ქართლამდე

  • ანდრეას კამინადა,Schloss Schauenstein-ის შეფმფლობელი – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში 50-ე
  • ანა-ლენა ჯუნჯი, Schloss Schauenstein-ის ღვინის დირექტორი – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში 50-ე

შვეიცარიის ყველაზე ხოტბაშესხმული შეფი და მისი ამომავალი ვარსკვლავი სომელიე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში მოემგზავრებიან, რომელიც მე-16 საუკუნეში ოსმალთა მიერ იყო ოკუპირებული და მისი მოსახლეობის ნაწილი ამჟამად მუსლიმია, ნაწილი კი ქრისტიანი. 

ჯავახეთის სამზარეულოზე გავლენა  თურქეთიდან, რუსეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მოდის. ის უნიკალური პურების რეგიონია – სომინი, კაკალა, უხასი და ბაზლამა ყოველდღიური კვების ნაწილია, მათ ხშირად თუთის ტკბილ ჯემთან ერთადაც მიირთმევენ. მარშრუტი მიემართება სამცხის უღელტეხილის გასწვრივ, სადაც ყურძენი ციცაბო ხეობის საფეხურებზე იზრდება. 

ზღვის დონიდან 1700 მეტრზე განთავსებული ვაზებით სამცხე-ჯავახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მევენახეობით გამოირჩევა, რომელიც აწარმოებს მშრალ, თეთრ და წითელ ღვინოს – ესენი მახასიათებლებით ჰგვანან malbec-ის  ყურძნის ჯიშს, რომელიც ძირითადად საფრანგეთსა და სამხრეთ ამერიკაში იზრდება.

 

მარშრუტი #3 – სამეგრელოდან სვანეთში

  • დომინიკ კრენი, Atelier Crenn-ის შეფმფლობელი – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში 35-ე
  • სორენ ლედეტი, Geranium-ის თანამფლობელი და ღვინის დირექტორი – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში მე-5

სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონის ეპიკური მთის ხეობა – არგონავტების ლეგენდის სახლი და ის ადგილი, სადაც ისტორიული ოქროს საწმისი ინახებოდა – მსოფლიოში ცნობილ შეფმზარეულ დომინიკ კრენსა და სომელიე სორენ ლედეტის უმასპინძლებს. მეგრული გასტრონომია გამოირჩევა მრავალფეროვანი კერძებით და გემოების ძლიერი კონტრასტით.

ადგილობრივები იმდენად არიან დამოკიდებული სანელებლებზე, რომ ასობით წლის განმავლობაში მალარიის წინააღმდეგ ბრძოლას აჯიკით ცდილობდნენ.  სვანური კულტურაც საოცრად არის შემონახული და უნიკალური ტრადიციები ასობით წლის განმავლობაში შემორჩნენ. აქ მოისმენთ სვანურ პოლიფონიურ სიმღერასაც – გალობა, რომელიც მთებში დღე და ღამე ექოსავით ისმის. ძველად სვანური სუფრა მშვიდობისა და პატივისცემის სიმბოლო იყო და ერთი ნადიმის განმავლობაში დაახლოებით 50-მდე სადღეგრძელოს ამბობდნენ.

მარშრუტი #4 – იმერეთიდან რაჭამდე

  • კლერ სმიტი, Core by Clare Smyth-ის შეფმფლობელი – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში 66-ე
  • გარეტ ფერეირა,  Core by Clare Smyth-ის ხელმძღვანელი სომელიე – 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაში 66-ე

ლონდონელი დუეტი იმ უძველეს რეგიონს ესტუმრებიან, რომელიც სულ მცირე სამი ათასწლეულია დასახლებულია და ჩინეთიდან აბრეშუმის გზის მთავარი ფორფოსტი იყო. ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან რეგიონში რაჭა მდებარეობს, რომელიც  მდიდარი წიწვოვანი ხეებითაა გარშემორტყმული. გუნდი გაემგზავრება პატარა სოფელ ნახშირღელეში, სადაც ქვეყნის ზოგიერთი საუკეთესო ღვინო იწარმოება. Შორს, ტყეში, ისინი ბაიას ოჯახს აღმოაჩენენ, რომელშიც ექვსი და ოჯახური ღვინის დამზადების ტრადიციას დღემდე ინახავს. ხოლო რაც შეეხება იმერეთს, ის იმერული ხაჭაპურითაა სახელგანთქმული, რომელიც კალიფორნიასა და ლონდონშიც პოპულარულია.

 

ორიგინალი: https://www.theworlds50best.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.