როგორ უნდა ავარჯიშოთ ტვინი მეხსიერების გასაუმჯობესებლად: მეხსიერების სპეციალისტის რჩევები
ყველაზე ძვირად ღირებული სიტყვა ბიზნესში, მეხსიერების ოპტიმიზაციის ექსპერტის, ჯიმ კვიკის თქმით, არის “დამავიწყდა”.
ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც მის მომავალ წიგნს – “უსაზღვროს” ეძღვნებოდა, კვიკმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა და გააუმჯობესოთ სოციალური უნარები შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით.
ჯიმი “ტვინის მწვრთნელია” და მას ისეთი კომპანიების ლიდერებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორებიცაა Google და Nike. იგი თვლის, რომ ადამიანის გონება არსებითად შეუზღუდავია და პოტენციალის გახსნისთვის მთავარი გასაღები მეხსიერების ვარჯიშია.
ავარჯიშე ტვინი
თქვენ ტვინს კუნთის მსგავსად არ აღიქვამთ და მას ისე უყურებთ, როგორც ფინჯანს, რომელიც “იღვრება”. მან ამ დამოკიდებულებას “ციფრული წყალდიდობა” უწოდა – ჩვენი 200000-წლიანი ტვინი გადატვირთულია ტექნოლოგიებით.
ამასთან საბრძოლველად ჯიმი გირჩევთ: თქვენს კალენდარში შეიტანეთ ყოველკვირეული 30-წუთიანი “თეთრი სივრცე” ტექნოლოგიების გარეშე – გამორთეთ ყველა არასაჭირო შეტყობინება და დაიმახსოვრეთ იმ ადამიანების ტელეფონის ნომრები, რომლებთანაც რეგულარულად საუბრობთ.
კვიკმა თქვა, რომ მცირე დავალების შესრულებასაც კი შეუძლია თქვენი მეხსიერების “კუნთის” გავარჯიშება მეტი ინფორმაციის შესანახად. “ის, რასაც “გამოიმუშავებთ”, დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი სწავლა შეგიძლიათ”, – ამტკიცებს ჯიმი.
შეიტანეთ ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტები კვების რაციონში
სასარგებლო პროდუქტია: ავოკადო, მოცვი, ბროკოლი, ფოთლოვანი მწვანილი, ნიგოზი, ქოქოსის ზეთი, კვერცხი, კურკუმა, ორაგული, წყალი და მუქი შოკოლადი. ტვინის მეორე ვარჯიში ამ საკვების სახელების დამახსოვრებაა, ხოლო თუ გაგიჭირდათ მათი გახსენება, კვიკი გირჩევთ PIE ტექნიკის გამოყენებას:
- იმ ადგილის (P – Place) ვიზუალიზაცია, სადაც რაღაც არის განთავსებული
- შექმენით (I – Image) სურათი, რომელიც თან ახლავს მას
- დააკავშირეთ (E – Entwine) ისინი ერთმანეთს
მაგალითად, თუ გსურთ დაიმახსოვროთ, რომ მოცვი ტვინისთვის კარგი საკვებია, წარმოიდგინეთ, როგორ “გამოდის” თქვენი ცხვირიდან. ”თუ ეს სიცილს მოგგვრით, შედეგად, დაიმახსოვრებთ კიდეც”, – თქვა მან და დასძინა, რომ ბავშვურობა საჭირო თვისებაა. “ვინ სწავლობს ყველაზე კარგად? ბავშვი.”
პრობლემების მოგვარება ძილის დროს
კიდევ ერთი ალოგიკური ხერხი: დაასრულეთ სამუშაოები ძილის დროს. ჯიმმა აუდიტორიას ჰკითხა, ოდესმე მაღვიძარის დარეკვამდე თუ გაუღვიძიათ. “თქვენ შეგიძლიათ თქვენი ტვინი ავარჯიშოთ ამის გასაკეთებლად, – ამბობს ის, – კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მას ძილის დროს?”
გამოსავალი: შეარჩიეთ კონკრეტული პრობლემა თქვენი ტვინისთვის, სანამ დაიძინებთ და შეამოწმეთ, თუ დილით გამოსავალს იპოვით. საწოლის გვერდით იქონიეთ რვეული ჩანაწერის გასაკეთებლად. თუ ძილის დროს პრობლემას მოაგვარებთ, გაღვიძებისთანავე შეძლებთ ჩაწერას. კვიკმა აღნიშნა, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი გზა სიზმრების გახსენებაა.
არ ესაუბროთ საკუთარ თავს ნეგატიურად
თავის წიგნში კვიკი შფოთვის შესამცირებლად რეკომენდაციას მედიტაციასა და ღრმა სუნთქვას უწევს: ამერიკული ნევროლოგიის აკადემიის 2018 წლის კვლევის თანახმად, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება თქვენი ტვინი დააპატარაოს.
ორიგინალი: https://www.inc.com/