fbpx

კრიპტოვალუტის ვარდნა: ფასები შემცირდა? ყიდვის დროა


გააზიარე სტატია

 

მართალია, წინასაახალწლო ვარდნის შემდეგ კრიპტოვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევი იყო, თუმცა ახალი წლის შემდეგ შოკი ნელნელა დასტაბილურდა და ბაზრის სრული კაპიტალიზაცია 650-750 მლდრ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ერთი კვირის წინ კორეის იუსტიციის მინისტრმა კრიპტოვალუტების დარეგულირების სამთავრობო სურვილი გააჟღერა და ორი უმსხვილესი კორეული სავაჭრო ვებ-გვერდის, Coinone-ს და Bithumb-ის დახურვა დააანონსა.

16 იანვარს, დილით, სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა, კიმ დონგ-იონმა კი განაცხადა, რომ “კრიპტო-ბაზრის დარებულირების სურვილი მთავრობას ჯერ კიდევ აქვს”

ამის შედეგად, კრიპტოვალუტის ბაზარმა 24 საათში 200 მილიარდამდე კაპიტალიზაცია დაკარგა.

ყველაზე დიდი საბაზრო წილის მქონე ვალუტის, ბიტკოინის ფასი 2017 წლის პირველი დეკემბრის ნიშნულამდე (10,118$), საერთო კაპიტალიზაცია 170 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო საერთო კრიპტ-ბაზარზე მისი დომინანტურობა 34%-მდე დაეცა.

კორეელმა ჩინოვნიკებმა ისიც დაამატეს, რომ ისინი მხოლოდ ონლაინ კრიპტოვაჭრობის დღევანდელ სახეს ებრძვიან, ხოლო თავად ბლოკჩინის ტექნოლოგიას საკმაოდ პერსპექტიულად თვლიან და ამ მიმართულებით მუშაობენ კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასი არაერთხელ ჩამოვარდნილა გუშინდელ ვარდნაზე მეტადაც კი.

მაგალითად პირველი “ბუშტი” 2011 წელს გასკდა, როდესაც ამ ვალუტის ფასი 31 აშშ დოლარიდან 2 დოლარამდე ჩამოვარდა.

2013 წელს 266 დოლარიდან 100 დოლარამდე ვარდნაც ვნახეთ.
2017-ში – 4400$-დან 2000$-მდე.

ასე რომ, საგანგაშო არაფერია და როგორც ბირჟის პროფესიონალი მოვაჭრეები იტყვიან:

“იყიდე შიში და გაყიდე სიხარბე”.

ფასები შემცირდა? ყიდვის დროა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.