fbpx

ბრიტანული კომპანია გამდნარი პლასტმასით 60%-ით უფრო გამძლე გზებს აგებს


გააზიარე სტატია

 

1907 წელს პლასტმასის შექმნა  მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს კაცობრიობისა და დედამიწის ისტორიაში. ამ  წელს ჩვენ შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, მაგრამ ამასთანავე ეკოლოგიურად მავნე მასალა – პლასტმასი – და უკვე მისი შედეგების პირისპირ ვდგებით. 

წარმოების დაბალი ფასის გამო არსებობს იმის შანსი, რომ პლასტმასი არასოდეს გაქრება ჩვენი ბაზრებიდან, მაგრამ მაინც შეგვიძლია რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ მისი გამოყენების შემცირებისა და გადამუშავების მიმართულებით.

სიახლე არ არის, რომ პლასტმასის პროდუქცია დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი პლანეტისთვის,  ბრიტანული კომპანია MacRebur კი მისი გადამუშავებისთვის შესაბამისი ზომების მიღებას ცდილობს. 

სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით ისინი პლასტმასს უფრო გამძლე გზებისა და იაფი ასფალტის შესაქმნელად იყენებენ. იდეა კომპანიის გენერალურ დირექტორს, ტობი მაკკარტნის დაებადა მაშინ, როდესაც სამხრეთ ინდოეთში მუშაობდა და აკვირდებოდა ხალხს, რომლებიც პლასტმასს აგროვებდნენ, ადნობდნენ და გზაზე პატარა ღრმულების ამოსავსებად იყენებდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გზით ნებისმიერი სახის პლასტმასის გადამუშავებაა შესაძლებელი, რაც ეკომეგობრულ ასფალტს ქმნის. მაკკარტნის თქმით, ამ ტექნოლოგიით შექმნილი გზები  60%-ით უფრო გამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი.

 

ორიგინალი: https://www.goodshomedesign.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.