fbpx

ჯენიფერ ენისტონი უნდა მოკვდეს – ნახეთ, რას ამბობდა ჰარვი ვაინშტაინი Friends-ის ვარსკვლავზე


გააზიარე სტატია

 

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული, ჰოლივუდის ყოფილი გავლენიანი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის სასამართლო საქმის აქამდე დალუქულ დოკუმენტებს გასცნობოდნენ და მისი ელექტრონული ფოსტის პირადი მიმოწერებიც კი წაეკითხათ. 

მასალები იმაზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა და ეხებოდა ისეთ მსახიობებს, მაგალითად როგორიც ჯენიფერ ენისტონია. 

წერილში, რომელიც 2017 წლით თარიღდება ეწერა: “ჯენიფერი ენისტონი უნდა მოკვდეს”. სწორედ ასე პასუხობდა ჰარვი ვაინშტაინი პირად მიმოწერაში ჟურნალისტს, რომელიც ყოფილი პროდიუსერისგან ელოდა კომენტარს, მისი მხრიდან Friends-ის ვარსკვლავის სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ამბავზე.

ამერიკული მედიისთვის ჯენიფერ ენისტონზე გაკეთებული ეს კომენტარი დღის მთავარი თემა გახდა და უკვე ელიან, რა პასუხს გასცემს ლეგენდარული მსახიობი ყოფილ პროდიუსერს მისი მისამართით გაკეთებულ ძალადობრივ კომენტარზე. 

შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინი სასამართლომ გაუპატიურებას და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად სცნო და მას 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, მას ჯარიმის გადახდაც მოუწევს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.