როგორ გადავაადგილდეთ სწრაფად და უსაფრთხოდ ისე, რომ გარემოს არ ვავნოთ
ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, ჯანმრთელობასა და ბუნებაზე. საუკუნეების განმავლობაში მძიმე ინდუსტრიისა და ტრანსპორტის განვითარებამ, ცხოვრების წესის აჩქარებამ, წარმოების ზრდამ და ადამიანის მიერ ბუნების დაუფლებამ ეკოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად გააუარესა.
შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვამჩნევდეთ, რამდენად მძიმედ ვზემოქმედებთ გარემოზე და რამხელა საფრთხეს ვუქმნით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს. ყოველდღიურად პლასტმასის ნივთების გამოყენება, პოლიეთილენის პარკების მოხმარება, ტრანსპორტით მგზავრობა, ტანსაცმლის დაუთოებაც კი, კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეკოლოგია და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა.
რა პრობლემების წინაშე დგას ეკოლოგია დღეს?
შესაძლოა იფიქროთ, რომ სტატისტიკა შემაშფოთებელია და ამაში ჩვენც დაგეთანხმებით, თუმცა აუცილებელია, უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ ის გამოწვევები, რომელიც არსებობს. ეს დაგვეხმარება უკეთ გავიაზროთ ჩვენი როლი გარემოს დაცვაში და მიღებული ცოდნა გავუზიაროთ მეგობრებს, დამსაქმებლებსა და სხვებს.
კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა
კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრობლემაა ეკოლოგიასთან მიმართებით. მისი გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, თუმცა მთავარ როლს სათბურის ეფექტი თამაშობს. უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ატმოსფეროში აირების რაოდენობამ მოიმატა, რაც საწვავის წიაღისეულზე დამოკიდებულების ზრდამ გამოიწვია.
ეს იმას ნიშნავს, რომ აირების ზრდის შედეგად იზრდება სითბოს რაოდენობაც, რაც იწვევს კლიმატის ცვლილებას. ამ პროცესში საკუთარი წვლილი ჩვენ, ადამიანებსაც შეგვაქვს, რაც გამოიხატება ურბანიზაციის ზრდის მაღალი ტემპით, ელექტროენერგიის, საწვავისა და ბუნებრივი გაზის გამოყენებით, სწრაფად გაფუჭებადი პროდუქტების მოხმარებით და სხვა.
რაც შეეხება გლობალურ დათბობას, ის ძირითადად ნახშირორჟანგის – СO2-ის მაღალი კონცენტრაციის შედეგია, რაც დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის ზრდას იწვევს. ამ საქმეში ჩვენი წვლილი გამოიხატება ტრანსპორტის აქტიურად გამოყენებით, ქარხნების მუშაობითა და ა.შ.
ამ ყველაფრის შედეგად უკვე არაერთი მდინარე და ნაკადული დაშრა, დაიწყო ყინულის დნობა ჩრდილოეთ პოლუსზე, განადგურდა ტყეები და გახშირდა ბუნებრივი ხანძრებიც.
ჰაერისა და წყლის დაბინძურება
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში და მათ შორის – საქართველოშიც, კრიტიკულად მაღალია. მაგალითად, ჩინეთში მოსახლეობის მხოლოდ 1% სუნთქაას იმ ჰაერს, რომელიც ევროკავშირის მიერ დადგენილი ნორმებით არის რეკომენდებული. რაც შეეხება წყალს, დღეის მონაცემებით, დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 1% არის დასალევად ვარგისი, 60%-ს კი არასწორი მოხმარების გამო უბრალოდ ვანიავებთ. კიდევ ერთი დრამატული რიცხვიც რომ მოვიყვანოთ, ამერიკის მაგალითის განხილვაც საკმარისია. აშშ-ში ყოველდღიურად იმდენი ნაგავი იყრება, რომლის წონაც Empite State Building-ს უტოლდება. წყლის დაბინძურების მაჩვენებლის მხრივ კი, მეცნიერების მტკიცებით, 100 მილიონი ტონა ნაგავია ოკეანეებში დაგროვებული.
პლასტმასის გამოყენება კიდევ დამატებითი პრობლემაა გარემოსთვის. ყოველწლიურად საშუალოდ 300 მილიონი ტონა პლასტმასის ნაწარმი იქმნება დედამიწაზე, მათგან 50% კი ერთჯერადი გამოყენებისაა. შედეგად, ყოველწლიურად 700 სახეობის ცხოველსა და მცენარეს სიკვდილისთვის ვიმეტებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებზე, რომელთა რიცხვი ასობით ათასს ითვლის.
WHO-ს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო 70-ე ადგილზე იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანზე, ყოველი 101-ე ამ მიზეზით კვდება.
ტრანსპორტი, როგორც მომაკვდინებელი მანქანა
ეკოლოგიაზე და კერძოდ, ჰაერის დაბინძურებაზე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი გავლენა ტრანსპორტს აქვს, რადგან ის საწვავს იყენებს და მხუთავ აირს გამოყოფს. თუკი ჩავხედავთ მონაცემებს, დავინახავთ, რომ რაც უფრო მეტად ვიყენებთ მანქანას, მით უფრო მეტად ვგუდავთ მსოფლიოს.
მაგალითად, ბენზინის ძრავის 1-საათიანი მუშაობისას 2,5-ჯერ მეტი ჟანგბადი იხარჯება, ვიდრე ერთი ადამიანი სუნთქვისას 24 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, ატმოსფეროში მხუთავ აირთა 90%-ზე მეტს სწორედ ავტომობილი გამოყოფს. ამას ემატება ისიც, რომ მანქანის ყოველი დამატებითი ტვირთი საწვავის მოხმარებას 3%-ით ზრდის, ჭერზე განთავსებული ტვირთი კი 22%-ით. ხოლო თუკი ავტომობილში კონდიცირებას გამოვიყენებთ, საწვავის წვას 30%-მდე გავზრდით.
ეს მონაცემები კიდევ უფრო სავალალო ხდება მაშინ, როდესაც გადასაადგილებლად გაუმართავ ავტომობილს ვიყენებთ.
რა საფრთხეს უქმნის ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს ჯანმრთელობას?
ბუნების კანონზომიერებას ვერაფერი დაუდგება წინ. რაც უფრო მძიმეა ეკოლოგიური მდგომარეობა, მით უფრო მეტი დაავადებები იარსებებს, რომლებიც ფართოდ გავრცელდება.
მაგალითად, დადგენილია, რომ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო გაზრდილია ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი. ავთვისებიანი კიბო ყოველთვის არსებობდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მან კაცობრიობას გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით შეუტია, ვიდრე ეს ჩვენი წინაპრების დროს ხდებოდა.
მწვავე ეკოლოგიურმა პირობებმა შესაძლოა დააზიანოს ადამიანის რესპირატორული სისტემა და გააჩინოს ქრონიკული დაავადებები, დააზიანოს ადამიანის ფილტვები, განვითარდეს ფილტვის კიბო, ასთმა, ბრონქიტი და სხვა. გარდა ამისა, ეკოლოგია დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რასაც ინფარქტის გამოწვევა შეუძლია.
რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს?
იმისთვის, რათა ეკოლოგია ფუნდამენტურად გაუმჯობესდეს, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მონდომება და მრავალი წელია საჭირო. ეს კი იქამდე არ მოხდება, სანამ თითოეული ადამიანი არ გაიაზრებს მისი ქცევის მნიშვნელობას. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ბევრი სიკეთე მოუტანოთ გარემოს, რომელშიც ცხოვრობთ.
პირველ რიგში, პლასტმასის ნივთების მოხმარება მნიშვნელოვნად უნდა შეამციროთ. თუ ასე გავაგრძელებთ ადამიანები, 29 წელიწადში მსოფლიოში უფრო მეტი პლასტმასის ნარჩენი გვექნება, ვიდრე მსოფლიო წყლებში მობინადრე თევზები. შეეცადეთ შეამციროთ წყლის მოხმარება პლასტმასის ბოთლით, დასალევად კი მუყაოს მყარი ჭიქები გამოიყენოთ.
ასევე რეკომენდებულია, შეამციროთ ელექტროენერგიის მოხმარებაც მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს. მაგალითად, ნუ დატოვებთ მობილურ ტელეფონებს ღამით დასატენად შეერთებულს, ნუ გამოიყენებთ უთოს ძალიან ხშირად, თმის საშრობს და სხვა.
ყველაზე მეტად ეკოლოგიაზე დადებითი გავლენის მოხდენა ტრანსპორტით გამოწვეული ზიანის შემცირებით შეგიძლიათ. იმისთვის, რათა ეს შეძლოთ, ნუ გამოიყენებთ მანქანას მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის – ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალტერნატიული ტრანსპორტი, რომლის დაქირავებაც თბილისში სულ მალე იქნება შესაძლებელი.
ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები
ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასაადგილებლად არ არის აუცილებელი ავტომობილის გამოყენება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს მანქანა თქვენ გეკუთვნით თუ ტაქსის იძახებთ, მით უმეტეს, თუ მოკლე მანძილზე მიდიხართ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ფეხით გაისეირნოთ ან ეკომეგობრული ავტობუსი გამოიყენოთ, მაგრამ. თუკი ძალიან გეჩქარებათ, სხვა ალტერნატივებიც არსებობს.
ალტერნატიული ტრანსპორტი მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის გამოყენებას და სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს. თქვენ შეგიძლიათ გადასაადგილებლად ელექტროსკუტერები აირჩიოთ, რომლის ქირაობაც Bird-ის აპლიკაციითთ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. აჭარაჯგუფისა და Bird-ის თანამშრომლობით შეიქმნა ქართული კომპანია Scroll, რომელმაც თბილისში დაიწყო ოპერირება. Bird ამ სფეროში მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, რომელიც 150-ზე მეტ ქალაქში შეგხვდებათ, მათ შორის – ბერლინში, პარიზში, მადრიდსა და სხვა.
ელექტროსკუტერი გარემოსთვის მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც მას ძალიან მიმზიდველ ალტერნატივად აქცევს. გარდა ამისა, თქვენ აღარ მოგიწევთ საცობებში დგომა, საწვავში უამრავი ფულის გადახდა, სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა და ა.შ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი არჩევანი ერთნაირად მოგებიანია როგორც გარემოსთვის, ისე თქვენთვისაც.
როგორია Scroll-ის კონცეფცია?
Scroll-ის ელექტროსკუტერების დაქირავება თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ რუკაზე დააკვირდეთ რომელიმე სკუტერის მდებარეობას და ყველაზე ახლოს რომელიც იქნება, უმარტივესად გააქტიუროთ.
ელექტრო სკუტერს გასაღები არ სჭირდება, მის ფუნქციებს აპლიკაცია ასრულებს. ამიტომ, როგორც კი სკუტერს მიუახლოვდებით, მისი მომენტალური გამოყენება შეგიძლიათ. ელექტრო სკუტერების სერვისი მოკლე მანძილზე სწრაფად გადაადგილებისთვის არის ჩაფიქრებული, რათა ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე სწრაფად და დაუბრკოლებლად, საცობებში დგომისა და გარემოს დაბინძურების გარეშე მიხვიდეთ.
სკუტერის გააქტიურება 1 ლარი ღირს, ხოლო ყოველი მომდევნო წუთი 35 თეთრი. აპლიკაცია მომსახურების თანხას წუთების მიხედვით ითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენ წუთსაც გამოიყენებთ, იმდენი იქნება გადასახდელიც.
Bird-ის აპლიკაციის გადმოწერა iOS-ის მომხმარებლებს ამ ლინკიდან შეგიძლიათ, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებს, აქედან.