ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ
გააზიარე სტატია
მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის ცოლს, რიტაუილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ ტომმა და რიტამ ინსტაგრამზე დაწერეს.
“თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა”, – ეწერა მსახიობს პოსტში.
ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი წყვილი ამჟამად ავსტრალიის ერთ–ერთ საავადმყოფოში იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი ავსტრალიაში გადაღებებზე იმყოფებოდნენ, ისინი ელვის პრესლის შესახებ ფილმში თამაშობენ.


