fbpx

ყველაფერი, რაც არ არის ხელოვნება – რემ კულჰაასის გამოფენა სასოფლო არეალებზე


გააზიარე სტატია

არქიტექტორ რემ კულჰაასის თქმით, ცივილიზაციაში ”ყველაზე რადიკალური” ცვლილებები  სასოფლო დასახლებებიდან უფრო მოდის, ვიდრე ქალაქებიდან. ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში თებერვლის ბოლოს გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით  – “Countryside, The Future”. მისი ყურადღების ცენტრში სასოფლო არეალებია, სადაც, კულჰაასის თქმით, ყველაზე დიდი წინსვლა მიმდინარეობს. მსგავსი გამოფენის ჩატარება კი 20 წლის წინ შეუძლებელი იქნებოდა.

 

 

”ნიუ-იორკი აშკარად ფანტასტიკური პლატფორმაა იმ შოუს გაშვებისთვის, რომელიც მისგან  აბსოლუტურად საპირისპიროა – სივრცე დედამიწაზე – ქალაქის გარეთ”, – განაგრძო კულჰაასმა. გამოფენა წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების კულმინაციას წარმოადგენს.

2013 წელს Dezeen-თან ვიდეოინტერვიუში არქიტექტორმა აღნიშნა, რომ OMA-ს აქცენტი “კლიშე” ქალაქებიდან, არაქალაქურ ადგილებზე გადავიდა. 2017 წელს კი განაცხადა, რომ ქალაქგარე ადგილების უგულებელყოფამ ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას.

 

ყველაფერი, რაც არ არის ხელოვნება

კვლევის შედეგები ნაჩვენები იქნება მრავალი სენსორული მასალის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ფოტოებს, ვიდეოებს და არქივებს – ისინი გუგენჰაიმის მუზეუმის სპირალურ როტონდას შეავსებენ. 

”ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ხელოვნების დიდი დაწესებულება მთლიანად მიეძღვნება ყველაფერს, რაც არ არის ხელოვნება”, – თქვა კულჰაასმა.

 

 

ყურადღება გამახვილდება გარემოსდაცვით, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გადაუდებელ ცვლილებებზე, რომელთა წინაშეც მთელი მსოფლიოს მასშტაბის ქალაქგარე ადგილები დგას, მათ შორის – ჩინეთში, სამხრეთ ამერიკასა და კალიფორნიაში. სავარაუდოდ, ეს შეეხება სხვადასხვა საკითხების ფართო სპექტრს. მათ შორისაა: ხელოვნური ინტელექტი, პოლიტიკური რადიკალიზაცია, გლობალური დათბობა, მასობრივი და მიკრომიგრაცია, ადამიანთა და ცხოველთა ეკოსისტემები, ციფრული სამყაროს გავლენა, სუბსიდიები და საგადასახადო სტიმულირება.

”ზოგ პასუხს, რომელსაც ვეძებთ კლიმატის ცვლილებასა და მიგრაციასთან დაკავშირებით, ქალაქგარეთ აღმოაჩენთ”, – განაცხადა კვლევისა და დიზაინის სტუდიის, AMO-ს დირექტორმა სამირ ბანტალმა. 

 

რემ კულჰაასი და  AMO-ს გუნდი სტუდენტებთან

რემიმ და AMO-ს გუნდმა გამოფენის კვლევებისთვის ისეთი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად იმუშავეს, როგორებიცაა: ჰარვარდის დიზაინის სკოლა, სახვითი ხელოვნების ცენტრალური აკადემია პეკინში, ვაგინგენის უნივერსიტეტი ნიდერლანდებში და ნაირობის უნივერსიტეტი.

თავად არქიტექტორმა კულჰაასმა საკუთარი კომპანია OMA 1975 წელს დააარსა. საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტუდიას აქვს ოფისები როტერდამში, ნიუ-იორკში, ჰონგ კონგში, პეკინში, დოჰაში, დუბაისა და პერტში. მისი ამჟამინდელი პროექტები მოიცავს გეგმებს, რომ ქალაქ ქუვეითში აშენდეს საცხოვრებელი კოშკი, შენჯენში წყალგამყოფი საკონფერენციო ცენტრი, ხოლო New Museum-ისთვის კი კუთხის ფასადი გაფართოვდეს.

“Countryside, The Future” გამოფენა 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

ორიგინალი: https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.