fbpx

საოცარი საჰაერო ფოტოები ისლანდიის მაღალმთიანეთიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: Jessica Stewart

ფოტოგრაფმა სებასტიან მიულერმა ისლანდიის მაღალმთიანეთში 10 დღე გაატარა, მოგზაურობისას 3000 მილი გაიარა და წარმოუდგენელი პეიზაჟები გადაიღო. 

საკუთარი დრონით მან შეძლო ცნობილი ლანდშაფტის შთამბეჭდავი რაკურსით დანახვა, ისარგებლა ქვეყნის გეოთერმული აქტივობის შედეგად შექმნილი სხვადასხვა ფერითა და ტექსტურით. ფოტოგრაფმა შესანიშნავი, გასაოცარი გამოსახულებები მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რატომ არის ისლანდია ფოტოგრაფების საყვარელი გადასაღები მოედანი.

მიულერმა დააფიქსირა ის დაუსახლებელი პლატო, რომელიც ისლანდიის ინტერიერის დიდ ნაწილს წარმოადგენს. ძირითადად ვულკანური უდაბნოებისგან შედგენილი, ისლანდიის მაღალმთიანი რეგიონები მთელ მსოფლიოს იზიდავს. ლავისა და ვულკანური ფერფლით დაფარული რელიეფი მეტწილად მცენარეების  გარეშეა. მილერმა ისარგებლა ამით და ფოტოებში ყურადღება გაამახვილა გარემოს ბუნებრივ ხაზებზე და ხაზი გაუსვა ლანდშაფტში წარმოდგენილ სხვადასხვა გეოლოგიურ ელემენტებს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია მყინვარული მდინარისა და ზღვის ფოტოები, რომელიც ვულკანური, შავი ფერფლის ზოლებითაა გამოყოფილი. კაშკაშა ყვითელი მდინარე თავისი გარეგნობით გოგირდის მაღალ შემცველობას ესადაგება.  ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ პატარა წყალგამტარი გზები, რომლებიც მთებზე ეშვებიან და დიდ მდინარეებად გადაიქცევიან. 

ეს ბრწყინვალე სურათი მხოლოდ ერთ-ერთია მათგან, რომელიც მიულერმა შეძლო  მოგზაურობის დროს გადაეღო. მობილურობამ საშუალება მისცა მოკლე დროში უზარმაზარი ტერიტორია დაეფარა, რამაც სამახსოვრო გამოსახულებებით სავსე პორტფოლიო შექმნა.

დამატებითი ბონუსის სახით მიულერმა ისლანდიის მაღალმთიანეთის საუკეთესო ფოტოებზე ვიდეო გადაიღო, რითაც გადმოსცა ჰაერიდან გადაღებული ფოტოების ჯადოსნურობა. ამ საოცარი პეიზაჟის დანახვა მხოლოდ ზაფხულის პერიოდშია შესაძლებელი, რომელიც მაღალმთიანეთში მხოლოდ 45 დღის განმავლობაში გრძელდება. ეს ერთადერთი დროა, როდესაც თოვლის და ყინულის დადნობა საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილებით მგზავრობა უსაფრთხო გახდეს.


ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.