fbpx

ავტომობილების მწარმოებელმა BMW-მ ახალი ლოგო წარადგინა


გააზიარე სტატია

გერმანული ავტომობილების მწარმოებელმა BMW-მ ახალი მინიმალისტური, ბრტყელი ლოგო გამოაქვეყნა, რომელსაც გამჭვირვალე ფონი აქვს. მისი დებიუტი ბრენდის Concept i4-ის ელექტროავტომობილზე შედგა, რომლის პრეზენტაციაც  ჟენევის საავტომობილო შოუში იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის გამო შოუ გაუქმდა.

ბრტყელმა ლოგომ BMW-ს წინა ვერსია შეცვალა, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. ბრენდმა მთლიანად ამოიღო ლოგოს გარშემო არსებული შავი რკალი, რომელიც 1917 წელს დაინერგა. 2020 წლის ვერსიის გამჭირვალე რკალი ნიშნავს, რომ ის სხვადასხვა ფერს მიიღებს იმისდა მიხედვით, თუ რა ფონზეა იქნება განთავსებული. მაგალითად, Concept i4-ის ავტომობილის შემთხვევაში, ლოგო ბრწყინვალე, ბრინჯაოსფერი მეტალის შეფერილობას იღებს. განახლებულია შრიფტიც და ის ახლა ოდნავ პატარაა.

ბრენდის ვიცე-პრეზიდენტმა ჯენს ტიმერმა განაცხადა, რომ გამჭირვალე რგოლი “ღიაობასა და სიცხადეს” ნიშნავს. კომპანიამ ლოგოს ლურჯი და თეთრი ინტერიერი შეინარჩუნა, რაც ბავარიის სახელმწიფოებრივი დროშის ფერებს ასახავს – სწორედ აქ დაარსდა BMW. თუმცა, მისი გარშემო არსებული 3D ჩრდილები ამოღებულია. ეს ემყარება 2D ლოგოების ბოლოდროინდელ ტენდენციას – გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა Volkswagen-მაც ანალოგიურად ბრტყელი ლოგო შემოიღო.

ამ დროისთვის ახალი დიზაინის ლოგო BMW-ს წარმოების მანქანების მასშტაბით არ დაინერგება. იგი გამოიყენებული იქნება, როგორც “საკომუნიკაციო ლოგო”, რომელიც, როგორც სახელიდან ირკვევა, წარმოდგენილი იქნება BMW-ს საკომუნიკაციო პლატფორმებზე, მისი ვებსაიტისა და სოციალური არხების ჩათვლით.

”ჩვენი ახალი დიზაინი ემსახურება ბრენდების გაციფრულების გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. ვიზუალური თავდაჭერილობითა და გრაფიკული მოქნილობით, ჩვენ  აღვიჭურვებით შეხების წერტილების მრავალფეროვნებით, რა გზითაც BMW-ს პრეზენტირება მომავალში მოხდება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინში”, – განაცხადა ტიმერმა.

https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.