იდრის ელბასა და კრისტოფერ ჰივიუს კორონავირუსი დაუდგინდათ
ტომ ჰენკსის, რიტა უილსონისა და ოლგა კურილენკოს შემდეგ, კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ ორ მსახიობს დაუსვეს. ერთ-ერთი მათგანი იდრის ელბაა, რომელმაც ოფიციალური განცხადება ტვიტერზე გააკეთა.
“დილით კორონავირუსის დიაგნოზი დამიდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და არც სიმპტომები მაქვს, მაგრამ იზოლირებული ვარ”, – წერს მსახიობი.
This morning I tested positive for Covid 19. I feel ok, I have no symptoms so far but have been isolated since I found out about my possible exposure to the virus. Stay home people and be pragmatic. I will keep you updated on how I’m doing 👊🏾👊🏾 No panic. pic.twitter.com/Lg7HVMZglZ
— Idris Elba (@idriselba) March 16, 2020
კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა სერიალ GOT-ის ვარსკვლავ კრისტოფერ ჰივიუსაც, რომელმაც ფანებს ინსტაგრამზე მიმართა:
“ვწუხვარ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში ვართ და ვიქნებით იქამდე, სადამდეც საჭიროა. დაიბანეთ ხელები, შეინარჩუნეთ დისტანცია სხვებთან, იყავით თვითიზოლაციაში. უბრალოდ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ მისი გავრცელება შეაჩეროთ”, – წერს კრისტოფერი.