fbpx

კორეული კლასტერი: როგორ აფეთქდა ეპიდემია სამხრეთ კორეის ეკლესიასა და საავადმყოფოში


გააზიარე სტატია

ავტორები: Marco Hernandez, Simon Scarr,  Manas Sharma


3 მარტს, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარებამ ქვეყანაში პიკს მიაღწია. ვირუსის აფეთქებამ თავი ორ კლასტერში – ეკლესიასა და საავადმყოფოში მოიყარა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ამ პერიოდში, სამხრეთ კორეა, ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილზე მოექცა.

ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 20 იანვარს დაფიქსირდა. დაინფიცირებული  35 წლის ჩინელი ქალი იყო, რომელიც უჰანიდან მოფრინავდა. ამ შემთხვევიდან 4 კვირის განმავლობაში სამხრეთ კორეამ ვირუსის დიდი აფეთქების თავიდან არიდება შეძლო და ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 30 იყო.

ეს მაჩვენებელი შეიცვალა N31 პაციენტის გამოჩენით.



ცნობილი არ არის, თუ სად დაავადდა პაციენტი N31, მაგრამ დიაგნოზის დასმის წინა დღეებში იგი დეგუს ხალხმრავალ წერტილებსა და დედაქალაქ სეულში მოგზაურობდა. 

 

6 თებერვალს პაციენტი ავარიაში მოყვა, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  9 და 16 თებერვალს ის ახლოს მდებარე იესოს შინჩენონჯის ეკლესიაში ღვთისმსახურებას დაესწრო. 

 

15 თებერვალს ექიმებმა პაციენტს კორონავირუსზე ტესტირება ურჩიეს, რამდენადაც მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ამის  ნაცვლად, ქალი მეგობართან ერთად სასტუმროს სასადილოში ლანჩზე წავიდა. მდგომარეობის გაუარესებისა და ექიმების განმეორებითი რეკომენდაციების შემდეგ, 17 თებერვალს, პაციენტი საბოლოოდ  ტესტირებაზე მივიდა. მეორე დღეს ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში 31-ე ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. რამდენიმე დღეში ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატა, შინჩენონჯის ეკლესიაში და მის მიმდებარედ მრავალი ადამიანის ტესტმა აჩვენა Covid19-ზე დადებითი პასუხი.



კორეის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (KCDC) მიხედვით, შაბათს მათ 9300 ადამიანის სია მიიღეს, რომლებიც  ორ ღვთისმსახურებას იმავე ეკლესიაში ესწრებოდნენ. მათგან ასეულობით ადამიანს კი კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მეორე დიდი კლასტერი დეგუში, ჩეონგდოს ჰოსპიტალის მახლობლად გაჩნდა. მთავრობა იძიებს კავშირს ეკლესიასა და ჰოსპიტალის დამკრძალავ ბიუროს შორის, რომელშიც ეკლესიის წევრები 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე იმყოფებოდნენ. თუ  ეს დადასტურდება, გამოდის, რომ პაციენტი N31 ორივე კლასტერთან არის დაკავშირებული. დეგუსა და ჩეონდგოს შორის მიდამოში  დაინფიცირებულთა რაოდენობა  მთელ ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 80%-ს წარმოადგენს.

ჯერ კიდევ არ გარკვეულა, თუ როგორ დაინფიცირდა პაციენტი N31, რადგან მას ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ არ უმოგზაურია და კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პირებთან შეხება არ ჰქონია.


ახლა უკვე სამხრეთ კორეის ყველა დიდ ქალაქსა და პროვინციაში გამოვლინდა ინფექციის შემთხვევები. ამასთან, დეგუში, სადაც ეკლესია და საავადმყოფო მდებარეობს, გაცილებით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და სეულს, რომლის მეტროპოლიტენში 25 მილიონზე მეტი ადამიანი მოძრაობს, დაინფიცირების სკალაზე გაცილებით პატარა წილი აქვს.


“კორონავირუსი გადამდებია და სწრაფად ვრცელდება დაავადების გავრცელების ადრეულ ეტაპზე, ამიტომ საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, რამდენადაც  ვირუსის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელების საშიშროება არსებობს,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარკ ნუნგ-ჰუმ. 

ორიგინალი: https://graphics.reuters.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.