fbpx

რა შეიზღუდება და რა არა საგანგებო მდგომარეობის დროს?


გააზიარე სტატია

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის შემდეგი პირობებით მიმართა:

  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის გადაყვანისთვის. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
  • საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება;
  • მთავრობას ექნება უფლება კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
  • მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზებას;
  • საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
  • ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით;
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები;

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

  • საკომენდატო საათის შემოღებას
  • სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას
  • ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას
  • შეზღუდვები არ შეეხება მედიას

20,461 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.