fbpx

სტუმრისთვის საჩვენებელი არაშაბლონური ადგილები თბილისში


გააზიარე სტატია

თუ ისე მოხდა, რომ არაქართველი სტუმარი გყავთ, ან თქვენმა ძველმა ნაცნობებმა თბილისში ტურისტებად ჩამოსვლა გადაწყვიტეს, მოგიწევთ დაფიქრდეთ იმაზე, რა აჩვენოთ ისეთი თბილისში, რაც თან საინტერესო იქნება, თან ავთენტური და თან ისეთი, რომ თვითონ, თქვენი დახმარების გარეშე ვერ ნახავდა.

ვეცდებით ფიქრი გაგიმარტივოთ და ასეთი სიტუაციებისთვის შემოგთავაზოთ რამდენიმე ადგილი, სადაც შეგიძლიათ უცხოელი სტუმარი დაპატიჟოთ.

ძველ თბილისს, მუზეუმებს, მშრალ ხიდს, გოგირდის აბანოებს, ფაბრიკას და თბილისის კლუბებს ადგილობრივის გარეშეც ნახავს ნებისმიერი სტუმარი. მათ შესახებ ინფორმაცია ბევრია და მათთან მოხვედრაც სირთულეს არ წარმოადგენს.

თქვენთან ერთად ჯობს სტუმარს ისეთი ადგილები აჩვენოთ, რომლებიც ადგილობრივ კონტექსტის აღქმაში დაეხმარება და ისეთ ამბებს მოუყვებით, რომლებიც მეინსტრიმულ გზამკვლევებში არ შეხვდება.

კაფე “ვერდე”


საჭმელად ბევრ ადგილას შეიძლება წაიყვანოთ, მაგრამ ჩვენ კაფე “ვერდეს” გირჩევთ, არა განსაკუთრებული საკვების, არამედ იმ ხედის გამო, რაც აქედან იშლება. ვაშლიჯვრის გზაზე მდებარე პატარა, გამწვანებული კაფედან ხედი თითქმის მთელ ქალაქზე იშლება, რომელიც ურბანული პოლიტიკით, ქალაქგეგმარებით, ქალაქის მმართველობით დაინტერესებული ადამიანებისთვის შთამბეჭდავი იქნება. კარგი ხედი იშლება ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმის თავზე მდებარე რესტორნიდან “რაჭის უბანი”, სადაც ქართული ტრადიციული საკვების გასინჯვაც შეგიძლიათ.

 

მწერლის სახლი

მეოცე საუკუნის დასაწყისში დავით სარაჯიშვილის მიერ აშენებული სახლი, რომელიც ახლა მწერალთა სახლია, საინტერესოა როგორც არქიტექტურის თვალსაზრისით, ასევე ისტორიით. სახლი, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მწერალთა კავშირი იყო, საბჭოთა ოკუპაციისდროინდელ ფაქტებთან მჭიდრო კავშირშია. მწერალთა სახლი საინტერესოა თანამედროვე კონტექტშიც, აქ განთავსებულია მწერალთა რეზიდენციები და კაფე “ლიტერა”, რომლის კერძების გასინჯვაც რეკომენდებულია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.

 

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები 

ასეთი მაღაზიები ბევრ ქუჩაზეა კომპაქტურად განთავსებული და იქ სიარული ერთი მხრივ, საინტერესო ნივთების ხელსაყრელ ფასად პოვნის კარგი საშუალებაა, მეორე მხრივ კი დღევანდელი საქართველოს სოციალური მდგომარეობის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს.

 

მოხატული სადარბაზოები

თბილისის ძველ უბნებში ბევრ შენობას აქვს მოხატული სადარბაზო, რომელთა დიდი ნაწილი საკმაოდ შთამბეჭდავია. აქვე გთავაზობთ მისამართებს, სადაც მოხატული სადარბაზოები დაგხვდებათ: – აღმაშენებლის გამზირის 36, 93 და 111 ნომრებში, მაჩაბლის 13, 17 და 17/27 ნომრებში, ლადო ასათიანის 18 და 58 ნომრებში, გრიბოედოვის 14 და 15 ნომრებში, ათონელის 31, ინგოროყვას 26 და ბარნოვის 2 და 16 ნომრებში.

 

ფაბები

გართობისა და ადგილობრივი ღამის ცხოვრებისთვის გემოს გასასინჯად შეგიძლიათ ფაბების ტური გამოიყენოთ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მხიარულ თავგადასავალს მოგიწყობთ თქვენც და თქვენს სტუმარსაც.


რეკომენდებული სტატიები
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.