fbpx

ონლაინ კინოპრემიერა: თორნიკე ბზიავას ფილმი “აპრილის სუსხი”


გააზიარე სტატია

At.ge ონლაინ კინოპრემიერებს განაგრძობს. დღეს გთავაზობთ რეჟისორ თორნიკე ბზიავას ფილმს “აპრილის სუსხი”, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია. ჩვენ სამივე ფილმს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, ასევე გეტყვით რომ პირველი და მეორე ფილმის გმირები ერთმანეთს მესამე ფილმში შეხვდებიან. #კარგიკინოს დროა
ისტორია საბჭოთა სამხედრო ოფიცერზე და ახალგაზრდა ქართველ მოცეკვავე ბიჭზე. ანტი ძალადობრივი ფილმი დამბყრობელში ადამიანის ინსტინქტის გაღვიძებაზე.

ფილმს საფუძვლად დაედო 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები. საბჭოთა სპეც ჯარის ოპერაციები თბილისის ქუჩებში.

ფილმის პრემიერა კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა “გაოცების, პოეზიისა და ტრადიციის საოცარი შერწყმის” თვის. ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკის კვირეულის ერთ-ერთ პროგრამაში აჩვენეს და საფრანგეთის მესამე არხმზე გაიყიდა, ასევე სხვა ქვეყნის ტელევიზიებზე. ორმოცდაათამდე ფესტივალთა სელექცია და ოცდაათამდე ჯოლდო ერგო. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს ჯილდო ‘საუკეთესო რეჟისურისთვის’ ჟიურის თავმჯდომარემ, რეჟისორმა აბას კიეროსტამმა გადასცა.  “აპრილის სუსხი” ყველა დროის ერთ-ერთ ტიტულოვან ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.