Precious Secrets – გიორგი ნებიერიძე
გიორგი ნებიერიძის პროექტი Precious Secrets შედგება 15 ფოტოგრაფიული დიპტიქისაგან, სადაც სხვადასხვა პროპორციებითა და ზომებით ერთმანეთთან ურთიერთობაშია ახალგაზრდა მამაკაცთა პორტრეტები და მცენარეების ფოტოსურათები გადაღებული 2016-2018 წლებში.
სურათებს შორის უმეტესად ირიბი, მაგრამ ვიზუალურად მკვეთრი კავშირებია რომელთაც მნახველი დროთა განმავლობაში აღიქვამს. შესაძლოა სურათები გაიაზრებოდეს მასკულინური სხეულის რომანტიზებით და მათი მცენარეებთან თუ ყვავილებთან შედარებით, რომლებიც სტერეოტიპულად და საზოგადოებრივი გაგებით ხშირად ასოცირდებიან მდედრობით სათუთ სილამაზესა და ესთეტიკურობასთან.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მამაკაცთა ფემინურობა მათი ყოფის გარდაუვალი ნაწილია, რაც ხშირად უარყოფილი და დაგმობილია მასობრივი საზოგადოების მიერ.
პროექტი ასევე მოიცავს მამრობითი სქესის იმ კუთხით დანახვას და მათი ყოფის გააზრებას, რომელსაც არ ვართ მიჩვეულნი და ხშირად მივიწყებულიც კი რჩება. მათი სენსიტიური ბუნების გათვალისწინება და მასზე დისკუსია მათი მხრიდან ბევრ გაურკვეველ და ბუნდოვან ქმედებასა თუ აქტივობას გამოააშკარავებს.
ნამუშევრების სათაურები შედგება პერსონაჟების ნამდვილი, სრული და მცენარეების ლათინური, სამეცნიერო სახელებით.
გიორგი ნებიერიძე დაიბადა 1990 წელს, თბილისში, საქართველოში.
ნებიერიძის ნამუშევრები გამოხატავს რადიკალური ახალგაზრდების მდგომარეობას თანამედროვე ევროპაში. ეს ის ხალხია, რომლებიც მემარჯვენეებს არ სურთ აღიქვან, როგორც ევროპის მომავალი სახე. ის აღბეჭდავს ნამდვილ გამოცდილებასა და გულახდილ კავშირს მეგობრებსა და მუზებს შორის, მომატებული და მკვეთრი ემოციის მომენტებსა და კონტროლის დაკარგვას. სილამაზის გამონათებები წვეულების შემდეგ ან მოკლეხნიანი შეხვედრები ქუჩებში, ასახავს ახალგაზრდებს სიყვარულის ძიებაში, საკუთარი თავის აღმოჩენას, განთავისუფლებას და მუდმივ მოდაში არსებული ყოველდღიური ცხოვრების შესწავლას.
დიქოტომია და მისი ნამუშევრების მკვეთრი ბუნება, თანამედროვეობის ვიზუალური კულტურის კრიტიკას გვთავაზობს და იწვევს განგაშს: ახალგაზრდობა, სექსუალობა, თავისუფლება, ძალადობა, ტექნოლოგია, ფიზიკური და ინტელექტუალური ურთიერთობები ყოველდღიურ ცხოვრებასა და ობიექტებში. ფოტოგრაფიის მრავალფეროვანი ჟანრების ჰარმონიზაციით (მოდა, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, ინდუსტრიული დიზაინი, აბსტრაქტული და დოკუმენტური) ის ახერხებს ამ ელემენტების ინტერპრეტაციას ყველაზე გულახდილი და პირველსახოვანი ესთეტიკურობით.
ნებიერიძემ თავის მშობლიურ ქალაქში, თბილისში, გადაღებებისას მკვეთრად ასახა ახალგაზრდული კულტურის ახალი ტალღა, რომლებიც კუთვნილებისა და ეროვნული თვითმყოფადობის კონცეფციას დაემუქრნენ და რომლებიც აჩვენებენ, რომ პრობლემებსა და სირთულეებზე ოპტიმიზმი ზეიმობს.
მან ასახა ამ ახალი თაობის შემოქმედებითი გონების ბრძოლა კონსერვატიზმთან იმის მტკიცებით, რომ ისინი უცხო ორგანოს წარმოადგენენ და შექმნეს ძალიან მგრძნობიარე და ნაყოფიერი განსხვავება კორუფციულ საზოგადოებასა და მანიპულირების ინსტიტუტებს შორის.
1,941 total views, 2 views today