fbpx

SiaCoin – კრიპტობაზრის მომავალი სუპერვარსკვლავი?!


გააზიარე სტატია


სტატია მიზნად არ ისახავს რომელიმე კრიპტოვალუტის პოპულარიზაციას.
სტატიის მიზანი მსოფლიო ქსელში არსებული ვარაუდების შეკრება
და მკითხველისთვის კონკრეტულად ამ ქოინის შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციის
მიწოდებაა. კრიპტობაზარზე ინვეტირებისას გაითვალისწინეთ, რომ ეს სფერო
სპეკულაციის მაღალი ხარისხით და არასტაბილური ფასებით გამოირჩევა.

 

ტექნოლოგიურ გარღვევებს ახალი ბიზნეს-მოდელების გაჩენა მოჰყვება ხოლმე. ასე მოხდა ინდუსტრიული რევოლუციისას, ასე მოხდა ინტერნეტის შექმნისას და ასე ხდება ბლოკჩეინის გამოჩენის შემდეგაც.

ბლოკჩეინმა ორი რამ გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკაში:
1. ძველი ბიზნესმოდელების დააპგრეიდება ამ ახალი ტექნოლოგიის დახმარებით და
2. ჩვენი გარემოს მონეტიზაციის ახალი, აქამდე წარმოუდგენელი მოდელების შექმნა.

პირველის მაგალითად Ripple (XRP) გამოდგება – საბანკო სექტორმა აქტივების შუამავლის გარეშე გადარიცხვის ეს მყისიერი ტექნოლოგია საკმაოდ წარმატებით აითვისა და ამ ქოინით და მისი პროტოკოლით თვით ამერიკული გიგანტი Western Union დაინტერესდა.

ხოლო მეორეს მაგალითად Sia-ს (SC) წარმოგიდგენთ.
თუ ამ სტატიას ლეპტოპში ან პერსონალურ კომპიუტერში კითხულობთ, გახსენით My Computer და ნახეთ, რამდენი გიგაბაიტი გაქვთ თავისუფალი სივრცე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ სივრცის გაქირავება შეგიძლიათ. სანაცვლოდ კი სისტემა თავისივე პროტოკოლის კოინებს გადაგიხდით, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა კრიპტო-ბირჟაზე გაყიდოთ.

სტატიის წერის მომენტში 1 SC = 0,02 ცენტი.

გაქირავების გარდა, Sia-ს სისტემაში შეგიძლიათ იქირავოთ კიდეც ასეთი ქლაუდ სივრცეები და თქვენი ფაილები დეცენტრალიზებულად განათავსოთ მსოფლიოს ათასობით კომპიუტერში.

რა თქმა უნდა, Cloud Storage ბიზნესი აქამდეც საკმაოდ განვითარებული იყო – Google drive, Dropbox და მსგავსი სერვისები საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ Sia რამდენიმე ასპექტით სჯობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს:

ფასი

1 ტერაბაიტი სივრცის დაქირავება Sia-ში 2 დოლარამდე დაგიჯდებათ. მაშინ, როდესაც Dropbox და Google Drive იგივე რაოდენობის სივრცეს 10 დოლარად მოგაქირავებთ.

უსაფრთხოება

თქვენი ფაილები დაიშიფრება და ათასობით კომპიუტერის ვინჩესტერზე გაიფანტება, ასე რომ მათზე წვდომა თქვენ გარდა ვირტუალურად ვერავის ექნება. კრიპტოგრაფიის ასეთი დონის გატეხვას ვერც ერთი თანამედროვე სუპერკომპიუტერი რეალურ დროში ვერ მოახერხებს.
ცენტრალიზებული სერვერების მქონე Dropbox და Google Drive კი გატეხვის საფრთხისგან დაცულები ვერ არიან.

საიმედოობა

Sia თქვენს ფაილებს ისე დააფრაგმენტებს და შეინახავს, რომ რომელიმე მათი ჰოსტის მწყობრიდან გამოსვლამ თქვენი ფაილების სიმრთელეს და ერთიანობას საფრთხე ვერ შეუქმნას. მარტივად რომ ვთქვათ, Sia-ში თქვენი ფაილი ვერასოდეს დაიკარგება ან დაზიანდება.

ჰმმ, საინტერესო პროექტია, საინტერესო! – იტყვით ალბათ, მაგრამ შეიძლება ვერ მიხვდეთ, თუ რატომ დავარქვით სტატიას ასეთი მყვირალა სათაური.

საქმე ისაა, რომ:
სხვადასხვა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის გამოიყენება კომპიუტერების პროცესორები და ვიდეოდაფები. თუმცა, არსებობს ასევე სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ამა თუ იმ კოინის მაინინგში სპეციალიზდებიან და იმდენად ძლიერები არიან, რომ მაინინგის სხვა მეთოდებს აზრს უკარგავენ ხოლმე.

ასეთ მოწყობილობებს application-specific integrated circuit, ანუ ASIC-ები ეწოდებათ.
ამ მოწყობილობების აწყობა და წარმოება საკმაოდ რთული რამაა, ამიტომ, ჯერჯერობით, საკუთარი ASIC-ი მხოლოდ რამდენიმე კრიპტოვალუტას აქვს.
ASIC-ების უდიდეს მწარმოებელი ჩინური Bitmain გახლავთ.

მათ ვებგვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ ბიტკოინის (BTC), ლაითკოინის (LTC) და დეშის (Dash) ASIC-ები. სხვა კოინებს ასეთი პატივი არ ხვდათ წილად.
ჰოდა, თებერვლის შუა რიცხვებში Bitmain-მა ყოველგვარი წინასწარი რელიზის გარეშე Siacoin-ის ASIC-ი გამოუშვა. რამდენიმე ათას აპარატიანი პარტია დარელიზებიდან 1 საათში გაიყიდა.

უცხოენოვან ფორუმებზე Bitmain-ის ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ, თუმცა ერთი რამ ცხადია: სპეციალიზებული მაინინგ-დანადგარების მსოფლიო ლიდერი ამ კოინს შემთხვევით არ აირჩევდა. მათი ეს ნაბიჯი, არ გამოვრიცხავთ, რომ სპეკულაციური იყოს და Siacoin-ზე ყურადღების გადატანას და ფასის ხელოვნურ აწევას ემსახურებოდეს, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ Bitmain-ში ბლოკჩეინზე დაფუძნებული ამ ახალი ბიზნესმოდელის პოტენციალი ჩვენზე უკეთ გაიაზრეს და ასე გადადგეს ეს მოულოდნელი ნაბიჯი.

ასეა თუ ისე, სრულებით არ გაგვიკვირდება, თუ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრიპტოვალუტის ფასი რამდენმეჯერ გაიზრდება.

გრძელვადიანი ინვესტიციისთვის Siacoin არ გამოდგება – ამ კოინს გამოშვების ზედა ზღვარი არ გააჩნია და მისი ფასი ინფლაციური იქნება, მაგრამ ახლო მომავალში მის დინამიკას აუცილებლად დავაკვირდებით. თქვენც იგივეს გირჩევთ.


რეკომენდებული სტატიები
ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში
2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი. 2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა. 2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. დღეს 1 ბიტკოინი = 8000$ (ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)
გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს

გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს

გლდანის Bitfury სავარაუდოდ, 16,7 მილიარდი ლარის ბიტკოინებს ფლობს
ოფიციალური ინფორმაციით, Bitfury ეკუთვნის ჰოლანდიაში დარეგისტრირებულ ჰოლდინგს “Bitfury Holding BV”, რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის ლუქსემბურგში დარეგისტრირებულ კომპანია “Bitfury Sarl”-ს, რომელიც, ასევე თავის მხრივ ეკუთვნის ოფშორში, კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებულ “Bitfury Group LTD”
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.