fbpx

ონლაინ კინოპრემიერა: ლევან სიხარულიძის ფილმი “თითქოს აქ იყო ზღვა”


გააზიარე სტატია

დღეს at.ge-ს ონლაინ კინოპრემიერაში წარმოგიდგენთ ლევან სიხარულიძის ფილმს “თითქოს აქ იყო ზღვა”  #კარგიკინოს დროა

ლევან სიხარულიძე, რეჟისორი: 2012-ში ამ ფილმს რომ ვიღებდი ნამდვილად არ წარმომედგინა რომ 2020-ში ერთგვარი ტუტორიალი იქნებოდა იმისა, თუ როგორ გავატაროთ ზაფხული იზოლაციაში.

მაშინ მახსოვს მე მინდოდა ეს ფილმი დამემთავრებინა ორმოში სიკვდილით და კარგად მახსოვს სამონტაჟოში მე, ნოდო ნოზაძე, ნანა ჯანელიძე და ნანა ჯორჯაძე ბევრს ვბჭობდით ფინალზე. ვაღიარებ, ბოლოს გადამაფიქრებინეს მაგრამ მგონი ნოდო ჩემ მხარეს იყო.

იმასაც ვაღიარებ რომ ვნანობდი მაგ გადაწყვეტილებას. მაგრამ დღეს რაღაცნაირად სხვა სათქმელი გაეჩითა ფილმს ჩემთვის.

ის რო თუ ორმა ახალგაზრდამ ვერ დააღწიეს დისტოპიურ სამყაროს თავი, ამიტომ მათ შეიძლება თავი არ მოიკლან და ერთმა მეორეს ასწავლოს ცურვა. დარჩნენ იქ სადაც არიან მაგრამ გადარჩნენ, იმიტომ რომ სიცოცხლე იქ იმარჯვებს სანამ ერთმანეთისგან შეგვიძლია რამე ვისწავლოთ. დღეს ვისურვებდი ვიყოთ მომთმენნი და გვესმოდეს ის, რომ სახლშიც შეიძლება ისწავლო ცურვა თუ შენ არ გაქვს აუზი და არც აბაზანა. მახსოვს ქუთაისში ამას წარმატებით აღწევდნენ ))

  • რეჟისორი: ლევან სიხარულიძე
  • ოპერატორი : დიმიტრი დეკანოსიძე
  • მხატვარი : თეო ბარამიძე
  • მსახიობები : თინა დალაქიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი
  • სცენარი: ლევან სიხარულიძე და ნიკოლოზ მდივანი
  • კომპოზიტორი: მაიკო გოგსაძე

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.