21:00-დან 06:00 საათამდე საქართველოს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ცხადდება
გააზიარე სტატია
მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აიკრძალა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერის თქმით, შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
“ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება საკომენდანტო საათი”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
900 total views, 2 views today