სამეცნიერო კვლევა: დაგიცავთ თუ არა მასტურბაცია კორონავირუსისგან?
ავტორი: დონალდ პაჯეტი
ორი კვლევის თანახმად, მასტურბაციამ შესაძლოა თქვენი იმუნური სისტემა გააძლიეროს და კიბოს რომელიმე ტიპის დამარცხებაშიც დაგეხმაროთ. COVID-19-ის პირობებში – მოგზაურობის შეზღუდვებისა და თვითკარანტინის დროს – ადამიანები ყველა შესაძლებლობას ეძებენ, რომ იმუნური სისტემა გაიძლიერონ. საბედნიეროდ, მამაკაცთა უმრავლესობისთვის უსაფრთხოდ დარჩენის გზა ძალიან ახლოსაა, მასტურბაციის იმუნურ სისტემაზე დადებითი ეფექტების შესახებ ჩატარებული კვლევები კი სოციალურ მედიაში აქტიურად ტრიალებს.
ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილების მიერ 2004 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა მასტურბაციით გამოწვეული ორგაზმის ეფექტები ლიმფოციტების ცირკულაციასა და ციტოკინის წარმოებაზე ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცებში. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათ სატესტო ობიექტებს (ამ შემთხვევაში, მამაკაცებს) სისხლში უფრო მეტი თეთრი უჯრედი ჰქონდათ მასტურბაციის ორგაზმიდან 45 წუთის შემდეგ. სისხლის თეთრი უჯრედები იმუნური სისტემის ძირითადი კომპონენტია დაავადებისგან თავის დასაცავად.
2004 წელს ჩატარებულმა სხვა კვლევამ დაადგინა, რომ მასტურბაციისას ორგაზმს ასევე პროსტატის კიბოს რისკის შემცირება შეუძლია. კვლევამ, სახელწოდებით “ეაკულაციის სიხშირე და პროსტატის კიბოს შემდგომი რისკი”, შეაფასა “კავშირი ეაკულაციის სიხშირესა და პროსტატის კიბოს რისკს შორის”.
ესენის კვლევისაგან განსხვავებით, აქ მკვლევრებმა შეაფასეს ეაკულაციის ყველა ფორმა, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ მასტურბაციისგან, არამედ სქესობრივი აქტისა და ძილის ორგაზმისგან. ყოველ შემთხვევაში მათი დასკვნები დამაიმედებელი იყო.
იმ მამაკაცებში, რომლებსაც თვის განმავლობაში 21-ზე მეტჯერ ჰქონდათ ორგაზმი, პროსტატის რისკი 33%-ით შემცირდა. 2016 წელს გამოქვეყნებულ მამაკაცთა იმავე ჯგუფზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მათ, ვისაც თვეში 8-12-ჯერ ჰქონდათ ორგაზმი, რისკი 10 პროცენტით შეამცირეს.
ბოლოდროინდელი სამოგზაურო აკრძალვებით, საზოგადოებრივ-პროფესიული სპორტული ღონისძიებების შეჩერებითა და გლობალური პანდემიის გამოცხადებით – ადამიანები ყველანაირ შანსს იყენებენ, რომ COVID-19-სგან თავი დაიცვან. ბევრი ადამიანი საკუთარ ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოების წევრებს უზიარებს ამ კვლევების შედეგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები საბოლოო არ არის, ისინი ფაქტობრივ სამეცნიერო საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ყოველდღიური ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმს მასტურბაციაც დაუმატოთ. გარდა იმისა, რომ თავს უფრო მეტად მოდუნებულად იგრძნობთ, ეს კვლევები მიუთითებს, რომ მასტურბაციას თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერება და პროსტატის კიბოს რისკის შემცირებაც შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ობიექტები ქალები არ ყოფილან, ცდას წინ არაფერი უდგას.
ორიგინალი: https://www.advocate.com/
4,037 total views, 1 views today