ონლაინ კინოპრემიერა: აპოკალიპტური დრამა “8 წუთი“
აპოკალიფსი. მზე ქრება. დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას 8 წუთი სჭირდება… მთელი სამყარო პანიკაშია, ერთი ადამიანის გარდა. ის აპოკალიფსს პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად აქცევს – მგონი ზუსტად დროულია ონლაინ კინოპრემიერაში წარმოგიდგინოთ აპოკალიპტური დრამა – დათო აბრამიშვილისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმი “8 წუთი“
8 წუთი პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. 100-მდე სელექცია და 25-მდე გამარჯვება, Sibler Films-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი არაერთი უცხოური კინოფესტივალის შერჩევაში მოხვდა და გაიმარჯვა:
რუმინეთის, იზმირის, ინდოეთის, ინსბრუკის, სიდნეის (best sci-fi), ვენესუელის, პორტუგალიის და ყველაზე გლობალური – მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალებზე. ამ უკანასკნელის წყალობით, ფილმმა 2018 წლის ოსკარებზე მონაწილეობის უფლება მიიღო.
„Sibler Films“
- სცენარისტი – გიორგი დოდიჩაიშვილი, ზაზა კოშკაძე , მარი ბექაური
- აღმასრულებელი პროდიუსერი – გეგა ხმალაძე
- პროდიუსერი – მაგდა დათუაშვილი
- რეჟისორი – გიორგი გოგიჩაიშვილი, დავით აბრამიშვილი
- გადამღები ჯგუფი
- ოპერატორი – ალექსანდრე დარახველიძე
- მხატვარი – „slowpulse”
- კომპოზიტორი – ზურა ვაჩნაძე
- მსახიობი – სლავა ნათენაძე, გიორგი შარვაშიძე, ანი ბებია