fbpx

გოგონას გაცნობა დრონით და პაემანი კარანტინის დროს – სიყვარული ბრუკლინურ სტილში


გააზიარე სტატია



ავტორები: Hidrėlėy, Aelita Senvaitytė

ბოლო  რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყველა ჩვენგანი კარანტინში ვიმყოფებით. მარტოხელა ადამიანებისთვის სხვა ყველაფერთან ერთად, იზოლაცია პაემნების შეჩერებასაც გულისხმობს. თუმცა ამ ბიჭმა შესანიშნავი გამოსავალი იპოვა.

ბრუკლინში ჯერემი კოენმა მისი სახლის გვერდით მდებარე შენობის  სახურავზე მოცეკვავე გოგონა შენიშნა. ჯერემიმ გოგონას ხელი დაუქნია და მას საპასუხოდ მეზობელიც მიესალმა. ამის შემდეგ ჯერემიმ გოგონასთან დრონი გაგზავნა და ასე დაიწყო ეს რომანტიკული ისტორია. Bored Panda-მ ჰკითხა ჯერემის, რამ შთააგონა ეს რომანტიკული ჟესტი. “დიდი ხანია, რაც პაემანზე არ ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ სოციალური ინტერაქცია მწყუროდა და კედლებით შემოსაზღვრამ შემოქმედებითობისკენ მიბიძგა.”

ჯერემიმ გვითხრა, თუ როგორი იყო მისთვის კარანტინში ყოფნა: “ბოლო პერიოდში ჩემს ბინაში ვარ ჩაკეტილი, რაც სრულიად განსხვავდება ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისგან (ნიუ-იორკში ხომ რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი).  ახლა კი დღითი დღე ამ მოცემულობას ვეჩვევი.


საბედნიეროდ, ჯერემიმ აღმოაჩინა ის, რაზეც ამ მძიმე პერიოდში ყურადღების გადატანას შეძლებდა. 



“ფანჯრიდან ვიყურებოდი და დავინახე გოგო, რომელიც სახურავზე ცეკვავდა. უცებ მომინდა,  მივსალმებოდი”.

“მე  მას ხელი დავუქნიე და მანაც მიპასუხა”.

თორი – გოგონა სახურავიდან

ჯერემიმ აიღო თავისი დრონი,

დაამაგრა მასზე წერილი.

“ავიღე წებოვანი ლენტი, კალამი, დრონი და ქაღალდი. დავწერე ჩემი ნომერი და დრონზე დავამაგრე. როგორც წესი, ფლირტი მაშინებს, მაგრამ რამდენადაც მთელი კვირის განმავლობაში საკუთარ ოთახში ვარ გამოკეტილი, სოციალური ინტერაქცია მჭირდებოდა”.




“ფურცელზე ჯერემის ნომერი იყო ტექსტით – “მომწერე”.

მან დრონი გოგონასთან გაუშვა.

თორი გაოცებას ვერ მალავდა.



“2020 წელი საშინლად დაიწყო, მაგრამ მე ჩემი წილი აუცილებლად უნდა მეცადა.  მან აიღო ჩემი დრონი და მივხვდი, რომ მეთოდმა გაამართლა. 1 საათში მისგან შეტყობინება მივიღე.

მეორე დღეს ჯერემიმ გადაწყვიტა თორი პაემანზე დაეპატიჟა. თორის  კი უკვირდა, როგორ გამოვიდოდა ეს ამბავი.



“არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი მეორე დღეს მოხდა. მე იგი სადილზე დავპატიჟე. მან კი მიპასუხა: როგორ?”

შეხვედრამდე 30 წუთით ადრე ჯერემიმ და თორის მეგობარმა ყველაფერი დაგეგმეს.



ფარულად ვეკონტაქტებოდი მის მეგობარს, რომ ეს ყველაფერი მომეწყო”.


ჯერემი საკუთარ აივანზე, თორი კი თავის სახლის სახურავზე ფიზიკური დისტანცირების წესების შესაბამისად ისხდნენ.

საღამოს 5 საათი. ეს იყო დათქმული დრო. მოიცა, სადაა ის? ვხუმრობ. მე წესებს ვემორჩილები. თორის აივნიდან  ხელი დავუქნიე და მანაც დამიქნია”.

ჯერემიმ, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფია, თორის სურათები გადაუღო.


FaceTime-ით ვსაუბრობდით, ვუთხარი, რომ ლამაზად გამოიყურებოდა.



ჯერემიმ თავის მეგობრებს უთხრა, რომ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა.

პაემანი მშვენივრად მიდიოდა, მე კი დამოკიდებული ვარ იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი. შესაძლოა მომიწიოს შორიდან ურთიერთობა მასთან, ვინც მოპირდაპირე ქუჩაზე ცხოვრობს. ცოტა ხანში თორის ბოდიში მოვუხადე და სააბაზანოში შევედი. რა თქმა უნდა, არ მინდოდა იქ შესვლა, უბრალოდ, მეგობრებს მივწერე, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა”.


ჩვენ ვკითხეთ ჯერემის, თუ რა ხდება ახლა თორისთან. მან თქვა: ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, ჩვენმა პირველმა პაემანმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. უკვე მეორე პაემანსაც ვაპირებთ. მართალია, ყველა გვიყურებს, მაგრამ ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით.

ორიგინალი: https://www.boredpanda.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.