fbpx

რას აკეთებენ ვარსკვლავები თვითიზოლაციის დროს – სახლის დალაგება, ჭამა, ცეკვა და ვარჯიში


გააზიარე სტატია

 

ახალი კორონავირუსი დღეს მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა. იმისათვის, რომ კაცობრიობამ ვირუსი საბოლოოდ დაამარცხოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს თვითიზოლაციას მიმართონ და სახლში დარჩნენ.  

თუ ფეისბუქზე ნიუსფიდს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ თქვენი მეგობრების უმრავლესობამ სახლში ყოფნის დროს გართობის ახალი ხერხები აღმოაჩინა – ზოგმა ვარჯიში დაიწყო, ზოგმაც საკუთარ თავში გორდონ რამზი აღმოაჩინა და ყოველდღიურად გვთავაზობს საკუთარ კულინარიულ შედევრებს, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ იმაზე წუწუნებს, რომ ერთადერთი, რასაც აკეთებს, ჭამაა. 

აღმოჩნდა, რომ ამ განსაცდელში მარტონი არ ვართ და თვითიზოლაციის დროს ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ჩვენსავით “იტანჯებიან”. ჭამა, სახლის დალაგება და არაფრის კეთება სწორედ ის არის, რითაც მათ დრო გაჰყავთ. 

 

მაგალითად, ცოტა ხნის წინ მსახიობმა ნატალი პორტმანმა  კარანტინამდელი და კარანტინის შემდგომი ფოტოები გაგვიზიარა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ამ ორ ფოტოში ჩანს, რომ მსახიობი ახლა გლამურული ფოტოსესიების ნაცვლად ტკბილეულის ჭამაზეა გადასული.

View this post on Instagram

Then vs now ➡️

A post shared by Natalie Portman (@natalieportman) on


ნატალი პორტმანის მსგავსად, ტკბილეულს ეძალება ნაომი უოტსიც, რომელმაც ნამცხვრების დაგემოვნება  კარანტინის მთავარ გამოწვევად დაასახელა. 

View this post on Instagram

Quarantine PROTIP: EAT your feelings… 🍰 😋

A post shared by Naomi Watts (@naomiwatts) on


ნატალისან და ნაომისგან განსხვავებით, სახლში ვარჯიშებით არის დაკავებული ჯენიფერ გარნერი და ამბობს, რომ ეს ერთადერთია, რისი კეთებაც ჯერჯერობით არ ბეზრდება. ვნახოთ, რამდენი ხანი გაქაჩავს. 


ლეგენდარულმა მიშელ პფაიფერმა კი თვითიზოლაციის პერიოდში გადაწყვიტა საკუთარი საკარანტინო მაისური შეექმნა, სადაც ჩვენი დროის გმირების, ექიმების ფოტოებია გამოსახული და მათ ინსტაგრამზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. 

 

კოლეგებს არც ამერიკელების საყვარელი მსახიობი ჯულია რობერტსი ჩამორჩა და ინსტაგრამზე უმაკიაჟიდ გადაღებული სელფი გამოდო. პოსტში ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რა რთულია ახლა ცხოვრება იმ ადამიანებისთვის, ვინც COVID-19-მა უსამსახუროდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა სწორედ ამ ადამიანების დახმარების მიზნით ერთ-ერთ ფონდში 3 მილიონი დოლარიც კი გადარიცხა. 

 

საკუთარ ყოველდღიურობას ფანებს ჯულიანა მური უზიარებს და წერს, რომ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს მისი მთავარი საზრუნავი სახლისა და ეზოს დალაგებაა. 

 

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც თვითიზოლაციაშია და სახლიდან არ გადის, კორტნი კოქსია. მსახიობი ამ დროს იდეალურად იყენებს და შვილთან, კოკოსთან ერთად არაჩვეულებრივ დუეტებს ქმნის. 

View this post on Instagram

Isolation loaf

A post shared by Henry Cavill (@henrycavill) on

 

საკუთარი კულინარიული შედევრი, გამომცხვარი პურის ფოტო გაუზიარა მილიონობით ფანს ყოფილმა სუპერმენმა და ახლა უკვე The Witcher-ის ვარსკვლავმა ჰენრი კავილმა. 

View this post on Instagram

Isolation loaf

A post shared by Henry Cavill (@henrycavill) on

 

ქმართან, მაიკლ დუგლასთან და შვილებთან ერთად იმყოფება თვითიზოლაციაში მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსიც. ვარსკვლავმა ფანების გასამხიარულებლად გადაწყვიტა ინსტაგრამზე ამჯერად ცეკვის ვიდეო გამოექვეყნებინა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.