ადამიანები კარანტინის დროს სახლში ცნობილ ნახატებს აცოცხლებენ
ავტორი: Sian Hamer
მას შემდეგ, რაც თქვენი საყვარელი ხელოვნების გალერეების მონახულება არ შეგიძლიათ, რატომ არ უნდა სცადოთ შედევრების სახლში შექმნა?
ინტერნეტში თვითიზოლაციით შთაგონებული ნამუშევრები ვრცელდება – და როგორც ჩანს, უახლეს ტრენდს ცნობილი მხატვრული ნამუშევრების ხელახლა შექმნა წარმოადგენს.
თვითიზოლაციის განმავლობაში სახლებში გამოკეტილი ხალხი გონივრულად ცდილობს დროის გამოყენებას და საკუთარ თავს (ან მოხალისეებს) ცნობილ ფერწერულ ტილოდ გარდასახავს. ნამუშევრებში თქვენ შეხვდებით როგორც მიქელანჯელოს “ადამის შექმნას”, ასევე ედვარდ მუნკის “კივილს”.
ოთხფეხა მეგობრებს, ტუალეტის ქაღალდს, ახლართულ ლეპტოპის დამტენს და ა.შ. ამ მიმდინარეობაში ხელნაკეთ რეკვიზიტებად იყენებენ.
აქ ნახავთ ჩვენს ფავორიტ ნამუშევრებს.
ორიგინალი: https://www.classicfm.com/