112-ის თანამშრომლებს “ლისი ვერანდის” მაცხოვრებლებმა მადლიერების ნიშნად სიურპრიზი მოუწყვეს
ფოტო: Artstudio Project
#დარჩისახლში ! 112-ის თანამშრომლებს მოულოდნელი სიურპრიზი მადლიერების ნიშნად “ლისი ვერანდის” მაცხოვრებლებმა მოუწყვეს.
გუშინ „ლისი ვერანდის „ მაცხოვრებლებმა დახურულ ფეისბუქ ჯგუფში ინიციატივის შესახებ ასეთი შეტყობინება მიიღეს: მოგესალმებით მეზობლებო. როგორც იცით, ჩვენი “მეზობელი” 112 ახლა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. რას იტყვით, რომ ცოტა წავახალისოთ, თანხა შევაგროვოთ და მეზობლების სახელით პიცები ვუყიდოთ ლანჩზე? ან თუ რამე სხვა იდეა გაქვთ დაწერეთ.
შუადღისთვის ინფორმაცია განახლდა:
განახლებული ინფორმაცია:
თანხის შეგროვება შეწყვეტილია.
ამ დროისთვის უკვე 620 ლარი შეგროვდა (47 ადამიანისგან)
ძალიან დიდი მადლობა ყველას გულისხმიერებისა და ასეთი აქტიურობისთვის 
ეს წამოწყება სხვა სამეზობლოებმაც აიტაცეს, გამოწვევა მიიღო “შენი სახლი ჯიქიაზე” დასახლებამაც.
ლანჩს სასწრაფო დახმარების და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებიც მიიღებენ 
8,842 total views, 2 views today


