5 ყველაზე ძველი მობილური ტელეფონი – იცით თუ არა მათ შესახებ?
ძნელია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მობილურების გარეშე. ეს არის ის, რასაც გაღვიძებისთანავე პირველი ვიჭერთ ხელში და ბოლო რამ, რასაც ძილის წინ ვუყურებთ.
ყველაფერი, რასაც ადრე ვიყენებდით – ფანრები, ქაღალდის რუკები, კამერები, რეგულარული სახლის ტელეფონები – უკვე მოძველებულია.
გადავხედოთ სად ვიყავით და რა შეიცვალა წლების განმავლობაში. ბაზარზე სულ 100-მდე სხვადასხვა მობილური ტელეფონი არსებობდა. როგორ ფიქრობთ, იცით თუ არა, რომელია უძველესი? განაგრძეთ კითხვა სწორი პასუხის გასაგებად.
#5 Nokia 5110
- წარდგენის თარიღი: 1998 წ.
- შეწყვეტის თარიღი: 2001 წ.
- საოცარი თვისება: შესანიშნავი ბატარეა
- მიახლოებითი ღირებულება: 100 $
Nokia 5110 იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეფონი 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, სანამ iPhone შემოვიდოდა ბაზარზე. ის განსაკუთრებით ოპტიმალური არჩევანი იყო თინეიჯერებისა და მოზრდილებისთვის და მასში ცნობილ თამაშს, Snake-საც შეხვდებოდი. ძალიან ლამაზი LCD ეკრანის გარდა, ეს იყო პირველი მობილური, რომლის სახის ფირფიტების შეცვლაც იყო შესაძლებელი.
#4 Motorola StarTAC
- წარდგენის თარიღი: 1996 წ.
- შეწყვეტის თარიღი: 2007 წ.
- საოცარი თვისება: პირველი გადასაშლელი მობილური
- მიახლოებითი ღირებულება: 1000 $
ეს ტელეფონი იმდენად რევოლუციური იყო, რომ დაახლოებით 60 მილიონი ცალი გაიყიდა, რაც შოკისმომგვრელია 1000-დოლარის ღირებულების გათვალისწინებით. Motorola StarTAC იყო პირველი, რომელმაც ლითიუმ-იონური ბატარეა გამოიყენა. გარდა ამისა, მას სატელეფონო ზარის შემოსვლისას ვიბრაციის უნარი ჰქონდა, ნაცვლად რეკვისა. რევოლუციური იყო ისიც, რომ მისი ეკრანი ციფრული და დიდი იყო.
#3 Nokia 1011
- წარდგენის თარიღი: 1992 წ.
- შეწყვეტის თარიღი: 1994 წ.
- საოცარი თვისება: პირველი GSM ტელეფონი
- მიახლოებითი ღირებულება: 300 აშშ დოლარი
Nokia 1011 პირველი GSM ტელეფონი, რომელიც ბაზარზე გამოვიდა და მასობრივი იწარმოებოდა. მისი მახასიათებლები მოიცავდა SMS შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობას და ამასთანავე, მას ჰქონდა 99 მობილურის ნომრის შენახვის მეხსიერება. ყველა ამ ტექნოლოგიური წინსვლის წყალობით, ის დიდი და მძიმე იყო, დაახლოებით 481 გრამი, შედარებისთვის – iPhone 8 დაახლოებით 141 გრამია. ამ მობილურს პატარა ეკრანი ჰქონდა, რაც ასევე უჩვეულო იყო 90-იანი წლების დასაწყისში.
#2 Motorola Microtac 9800X
- წარდგენის თარიღი: 1989 წ.
- შეწყვეტის თარიღი: 1991 წ.
- საოცარი თვისება: პირველი პორტატიული მობილური, რომელიც მანქანაზე არ იყო დამაგრებული
- მიახლოებითი ღირებულება: $ 2,495
Microtac 9800X შესაძლებელია ყველაზე რევოლუციურ მობილურად დავასახელოთ. ეს იყო პირველი ტელეფონი, რომელიც ნამდვილად მობილური და პორტატიული იყო. მის გამოსვლამდე „მობილური ტელეფონები“ მხოლოდ მანქანებში იყო ხელმისაწვდომი. ის საკმაოდ ძვირი იყო, მაგრამ ფლობდა ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა კლავიატურის ტონები, სახელებისა და ტელეფონის ნომრების საცავი, ხმის კონტროლი და წერტილოვან-მატრიცული ეკრანი.
#1 Motorola Dynatac 8000X
- წარდგენის თარიღი: 1984 წ.
- შეწყვეტის თარიღი: 1994 წ.
- საოცარი თვისება: პირველი მობილური ტელეფონი
- მიახლოებითი ღირებულება: 3,995 $
და ბოლოს, ყველაზე ძველი მობილური Motorola Dynatac 8000X-ია, რომელიც 1984 წელს გამოვიდა, დაახლოებით 4,000$-ად გაიყიდა და ბაზარზე საზოგადოებისთვის პირველად სწორედ ის გახდა ხელმისაწვდომი, ოღონდ იმ დროისთვის მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ მისი ფლობა. მობილური მძიმე და დიდი იყო, დაახლოებით ფუნტ-ნახევარზე მეტს (0,6 კგ) იწონიდა. ამ ტელეფონის გამოსვლის შემდეგ მალევე Ameritech-მა პირველი მობილური სერვისი წარადგინა, რომელიც თვეში 50 აშშ დოლარი ღირდა, დამატებით დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე სასაუბრო ერთ წუთი 0,4 დოლარის ღირებულების იყო, ხოლო სხვა შემთხვევაში კი 0,24 დოლარის.
ორიგინალი: https://www.oldest.org/