fbpx

ონლაინ კინოპრემიერა: თორნიკე ბზიავას ფილმი მექელეხე


გააზიარე სტატია
At.ge ონლაინ კინოპრემიერების სერიას განაგრძობს. წარმოგიდგენთ თორნიკე ბზიავას ფილმს “მექელეხე”. ფილმი ტრილოგიის მესამე ნაწილია, პირველი ნაწილი “აპრილის სუსხი”  და მეორე ნაწილი ბუდე კი უკვე შემოგთავაზეთ #კარგიკინოსდროა


Wake Man – მექელეხე from Pansionati on Vimeo.

რეზო 70 წლის, კათარზისის მკვიდრია. ის დაიღალა დაწესებულებაში სათანადო საკვების არარსებობის გამო, ასე რომ ინახავს ჩანაწერებს ნეკროლოგებიდან ადგილობრივი გასვენებების შესახებ. იგი უცნობი პირების გასვენებებს ესწრება და სადილზე რჩება. ქელეხი, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც დაკრძალვის შემდეგ იმართება.  ერთ ასეთ დღესასწაულზე, სადაც რეზო გემრიელ საჭმელს შეექცევა, შემთხვევით მის ყოფილ სტუდენტს ხვდება, რომელსაც 90-იან წლებში ქართულ ცეკვას ასწავლიდა.

 

სურათი იმის შესახებ, თუ როგორი აუცილებელია ადამიანისთვის საჭირო იყოს სხვისათვის. სწრაფვა ურთიერთობებისთვის და სიმარტოვის შიში.
ფილმის პრემიერა კლერმონ-ფერანის საერთაშორისო კინო ფესტივალზე შედგა (საფრანგეთი). ფილმმა აქს-ენ პროვანსის (საფრანგეთი) საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის აღნიშნვა მიიღო და თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე ოქროს პრომეთე მოიპოვა – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. ასევე ნაჩვენები იქნა ევროპის სხვა პროგრამებში.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.