fbpx

ესპანეთი მოსახლეობისთვის ყოველთვიურ შემოსავალს აწესებს


გააზიარე სტატია

 

ესპანეთი კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად “რაც შეიძლება მალე” უნივერსალური ძირითადი შემოსავლის (UBI) დაწესებას აპირებს. ეკონომიკის მინისტრმა ნადია კალვინომ ესპანურ მაუწყებლობა La Sexta-ს კვირას ღამით განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი პანდემიის დროს ოჯახების დასახმარებლადაა გამიზნული. მისი თქმით, მთავრობას აქვს ამბიცია, რომ UBI სამუდამოდ დარჩეს და სტრუქტურული, ძირითადი ინსტრუმენტი გახდეს.

თუ გადახდები წარმატებით განხორციელდება, ესპანეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უნივერსალურ შემოსავალს ქვეყნის მასშტაბით გრძელვადიან საფუძველზე დანერგავს.  კორონავირუსული პანდემიის პერიოდში ესპანეთი მეორე ქვეყანაა, სადაც სიტუაცია არცთუ ისე სახარბიელოა – ორშაბათის მონაცემებით 135 032 ინფიცირებული და 13 055 გარდაცვლილი. 

ქვეყნის ეკონომიკა თითქმის შეჩერებულია 14 მარტს დაწესებული მკაცრი კარანტინის შემდეგ – დაიხურა სკოლები, მაღაზიები და რესტორნები. ადამიანებს გარეთ გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, რომ საჭირო მარაგები იყიდონ ან, თუ დისტანციურ მუშაობას ვერ ახერხებენ, სამსახურში წავიდნენ. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ შეზღუდვები მინიმუმ 26 აპრილამდე გაგრძელდება.

UBI არის უპირობო, რეგულარული შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო ყველა მოქალაქეს უხდის. თითოეული პირისათვის გადახდილი თანხა შეიძლება დემოგრაფიული ფაქტორებიდან –  მაგალითად, ასაკიდან გამომდინარე განსხვავდებოდეს. 

ირანმა UBI პროგრამა 2011 წელს შემოიღო ყოველთვიური ფულადი გზავნილების სახით ცალკეულ საოჯახო ანგარიშებზე. სხვა ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა კი თანხა ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფებს მისცა, ან პირიქით – ეს პროგრამა მოკლე დროით განახორციელა. 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი UBI პროგრამა ფინეთს ჰქონდა, რომელიც 2 წელი გაგრძელდა და 2019 წლის თებერვალში დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი ფინელები ყოველთვიურად 560 ევროს იღებდნენ. მკვლევრებმა, რომლებმაც ექსპერიმენტი ჩაატარეს, დაადგინეს, რომ მონაწილეები უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები გახდნენ, მაგრამ სამსახურს ნაკლებად ეძებდნენ.

Covid-19-ის ეკონომიკური გავლენის დასაძლევად UBI-ს დანერგვა დიდ ბრიტანეთში კანცლერმა რიში სუნაკიმ უარყო, რომელმაც განაცხადა, რომ “მთავრობა ამ პოლიტიკის მომხრე არ არის.”

პარლამენტის 170-ზე მეტმა წევრმა მოუწოდა მთავრობას, განეხილათ ბრიტანეთის ყველა მოქალაქისთვის ყოველკვირეულად გარკვეული თანხით უზრუნველყოფა, წერილი კი წინა თვეში რიში სუნაკს მისწერეს. ბატონი სუნაკი ამტკიცებდა, რომ მთავრობამ “გააძლიერა უსაფრთხოების ქსელი” დაუცველი ადამიანებისთვის და 7 მილიარდი დოლარი გამოყო ” კეთილდღეობის სისტემის გაუმჯობესებისთვის”.

ორიგინალი: https://www.independent.co.uk/

1,777 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.