fbpx

როგორ ვაქციოთ ლეპტოპი ვიოლინოდ: კოკა ნიკოლაძის ინსტრუმენტული ექსპერიმენტები


გააზიარე სტატია

თქვენ დაგჭირდებათ სინთეზატორი, ვიოლინოს ხემი, ასევე – „Macbook ხემი“ (კოკას გამოგონება) – და თქვენ მიიღებთ „იაფ“ ვიოლინოს.

კოკა ნიკოლაძე ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მევიოლინე და კომპოზიტორია, რომელსაც სურდა დაემტკიცებინა ერთი განთქმული მუსიკათმცოდნისთვის, რომ ლეპტოპს შეუძლია მუსიკალური ინსტრუმენტის ეფექტის გაძლიერება.

ამ ვიდეოში კოკა ამაგრებს „Macbook ხემს“ თავის ლეპტოპზე. მოწყობილობა ასრულებს ოპტიკური სენსორის როლს – განსაზღვრავს ხემის სიჩქარეს, მიმართულებასა და სიმძლავრეს.

კოკა კამილ სენ-სანსის „გედს“ ასრულებს Minimoog სინთეზატორის გამოყენებით. ინსტრუმენტის მშვენიერი ხმა ტერემინის ჟღერადობის მსგავსია (ტერმენვოქსი).

„რამდენჯერმე შევესწარი ფაქტს, როდესაც სტუდენტები არ დაუშვეს გამოცდაზე იმიტომ, რომ ისინი მთავარ ინსტრუმენტად საკუთარ ლეპტოპებს იყენებდნენ. ამის გამო შევედავე კიდეც ცნობილ გერმანელ მუსიკათმცოდნეს, რომლის აზრითაც, შეუძლებელია მუსიკალური ინსტრუმენტით ელექტრონული წერილი მიიღო, შესაბამისად – ლეპტოპი ინსტრუმენტი არ არის.

“არადა ლეპტოპი ნამდვილად ინსტრუმენტია… და არა მხოლოდ ჩემს ტრივიალურ მაგალითზე დაყრდნობით. კომპიუტერი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მრავალმხრივი ინსტრუმენტი მსოფლიოში“, – ამბობს კოკა.

„შემდგომში მე გავაკეთებ ფაგოტს, რომლის საშუალებითაც ელექტრონული წერილების გაგზავნა იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, ამის შემდეგ იგი (გერმანელი მუსიკათმცოდნე) დამეთანხმება.“

აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე შედარებით ძველ ვიდეოს კოკა ნიკოლაძის მომზადებული სხვა ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს, თავიანთ სტატიებს მსოფლიოს ცნობილმა ინტერნეტ-გამოცემებმა დაურთეს.

Beat Machine N2-ის შესახებ მკითხველს ინტერნეტგამოცემა Vice-მა მოუთხრო. ამავე ინსტრუმენტს მიუძღვნა სტატია გამოცემა Wired-მაც.


მანამდე კოკამ შექმნა Beat Machine N1


კოკა ნიკოლაძის კიდევ ერთი ინსტრუმენტი – “Koka’s Stepper Miniature”, რომელიც ნაბიჯური ძრავისა და მგრძნობიარე ხრახნებისგან შექმნილ ელექტროაკუსტიკურ სინთეზატორს წარმოადგენს.


ხოლო “კომპიუტერულ ვიოლინომდე” ცოტა ხნით ადრე, 2017 წლის ნოემბერში, კოკა ნიკოლაძემ მონოფონური სტეპ-სეკვენსერი BlinkWheel წარმოადგინა.


ინსტრუმენტების გარდა, კოკას საინტერესო ვებსაიტიც აქვს. მისი საწყისი გვერდი ხმების ინტერაქტიულ რუკას წარმოადგენს, სადაც საკუთარი ფაილის ატვირთვა ყველა მსურველისთვისაა შესაძლებელი – http://nikoladze.eu/

წყარო: classicfm.com, vice.com, wired.com, newatlas.com, bonedo.de


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.