fbpx

ისარგებლეთ მინერალების ჯადოსნური შესაძლებლობებით – მათი ნაკლებობა ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის


გააზიარე სტატია

„მინერალების უმეტესობა დიდ როლს თამაშობს ორგანიზმში წყლის ბალანსისა  და ძვლოვანი სისტემის გაძლიერებაში“

ენდოკრინოლოგი და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები მინერალური  წყლის მნიშვნელობაზე საუბრობენ

თუ ქრონიკულ დაღლილობას განიცდი და გრძნობ, რომ მნიშვნელოვან საქმეებთან გასამკლავებლად ენერგია აღარ გყოფნის, მოგიწევს საკუთარი ორგანიზმის გაძლიერებაზე იზრუნო. სპეციალისტები გვირჩევენ: გამოასწორე ძილის რეჟიმი, უარი თქვი მავნე ჩვევებზე და მიირთვი მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული საკვები. ასევე, მიიღე მინერალების დღიური ნორმაც, რომელთა შესახებ სწორედ ამ სტატიაში მოგიყვებით.

მინერალები დედამიწის ზედაპირსა და მის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად წარმოიქმნება, რომელთა ნაწილიც მყარ, ნაწილი თხევად მდგომარეობაშია. ეს არის პატარა ნაწილაკები, რომლებიც საკვებსა თუ წყალში გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით ხვდება, ჩვენამდე კი იმ პროდუქტების მიღებით აღწევს, რომელთაც ჩვენს დღის რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს. ჩვენი ქვეყანა, საბედნიეროდ, უხვად არის დაჯილდოებული ბუნების ამ საჩუქრით  და მინერალური წყალი, მათ შორის, “ლიკანი”, უნიკალური სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. 

მინერალების მნიშვნელობაზე ენდოკრინოლოგი ლიკა ჩახვაშვილი გვესაუბრება:

რამდენად მნიშვნელოვანია მინერალები ორგანიზმისთვის?

მინერალები განეკუთნება მიკრონუტრიენტების ჯგუფს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შეუცვლელია ჯანმრთელობისთვის. მათი როლი ორგანიზმის ფუნქციონირებაში ძალიან მრავალფეროვანია. დღეს მიმოვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიკრონუტრიენტს. 

კალციუმი  აყალიბებს ძვლოვან ქსოვილს და კბილების სტრუქტურას, ასევე ჩართულია მთელ რიგ მეტაბოლურ პროცესებში, როგორიცაა ნერვული სიგნალების გადაცემა, კუნთების  და სისხლძარღვების ნორმალური კუმშვადობა, ენზიმების მოქმედების რეგულაცია. მაგნიუმი  ძვლების, კუნთების და სხვა რბილი ქსოვილების შემადგენელი ნაწილია, იგი აუცილებელია 300-ზე მეტი  ენზიმის ფუნქციონირებისთვის, საჭმლის მონელების პროცესებისთვის, ცილების და ცხიმოვანი მჟავების სინთეზის, ნერვული სიგნალების გადაცემის და ძვლების ფორმირებისთვის. ნატრიუმს სითხის ბალანსის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი აქვს, ასევე განაპირობებს ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთის კუმშვადობას და სხვა მნიშვნელოვან პროცესებს. კალიუმი აუცილებელია სითხის ბალანსის შენარჩუნებისთვის, კუნთების კუმშვადობის, ნერვული იმპულსების გადაცემის და გულის ნორმალური რიტმის უზრუნველყოფისთვის. 

 

რომელი პროდუქტებიდან ვიღებთ სასარგებლო მინერალებს? 

ბალანსირებული, ჯანსაღი კვება უზრუნველყოფს თავისთავად ყველა აუცილებელი მინერალის მიღებას. დიეტა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ბოსტნეულს, ხილს, ჯანსაღ ცხიმებს და პროტეინებს, როგორიცაა თევზი, თხილეული, პარკოსნები,სრულფასოვანი მარცვლეული, უზრუნველყოფს როგორც აუცილებელი მინერალების, ისე ვიტამინების მიღებას. აღსანიშნავია ასევე სხვადასხვა მინერალური წყლის როლიც, რომლებიც საკმაოდ ძვირფასი მინერალებით არიან გაჯერებული. ამასთან, ცნობილია, რომ პოპულაციებს, რომლებიც განსაკუთრებით „რბილ“, ანუ მინერალებით ღარიბ წყალს მოიხმარენ, უფრო მაღალი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

 

რას იწვევს მინერალების ნაკლებობა?

კალციუმის დეფიციტი  ოსტეოპოროზის განვითარების და შესაბამისად, მოტეხილობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. კალიუმის ნაკლებობა ხელს უწყობს ჰიპერტენზიის განვითარებას (მაღალი არტერიული წნევა), გულის რიტმის მოშლას და კუნთების პარალიზს. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს საერთო სისუსტეს, კუნთების სპაზმს, გულის რევას, წონაში კლებას და სხვა მრავალრიცხოვან სიმპტომებს. ნატრიუმის დეფიციტი კი ძალზედ იშვიათად გვხვდება, უფრო ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღი კვების დროს მის სიჭარბეს ვაწყდებით.

 

ცოცხალი მინერალების  როლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის!

როგორ ცხოვრობენ თვითიზოლაციის პირობებში, როგორ მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის საჭირო მინერალები,  მსახიობი ბაია დვალიშვილი და დიზაინერი თეონა თავართქილაძე გვიყვებიან.

  „ვერ ვიქნები ორიგინალური და  ვიტყვი, რომ დღევანდელ რეალობასა და გარემოში ჯანმრთელობას და სრულფასოვან კვებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ნიადაგსა და საკვებში მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა ჩვენს დროში კვებითი დანამატებით უნდა შევივსოთ — ბოლო რამდენიმე წელია  აქტიურად მოვიხმარ ამ ტიპის დანამატებს. ვფიქრობ, მინერალების უმეტესობა დიდ როლს თამაშობს მეტაბოლიზმის პროცესში, ორგანიზმში წყლის ბალანსისა და ძვლოვანი სისტემის გაძლიერებაში, ამასთან, ასობით სხვადასხვა გზით შეუძლია ეფექტურად გააუმჯობესოს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთ-ერთია მინერალური წყლის მიღებაც“, – გვიმხელს ბაია დვალიშვილი. 

„მინერალურ წყლებს შორის უპირატესობას “ლიკანს” ვანიჭებ. ვფიქრობ, ეს სასმელი ყველაზე გემრიელი და სასარგებლოა. თანაც, ვიცი, რომ ზომიერად შეიცავს მინერალურ-იონიკურ კომპლექსს, რის გამოც კიდევ უფრო მსუბუქი და სასიამოვნო დასალევია. მსმენია მინერალების ჯადოსნური შესაძლებლობების შესახებ და ისიც, რომ მათი ნაკლებობა ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სიმართლე გითხრათ, დღიური ნორმა არასდროს მიკონტროლებია, თუმცა, ამიერიდან ზუსტად ასე მოვიქცევი“, — ამბობს თეონა თავართქილაძე. 

დაბოლოს, როგორც ხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, შევეცადოთ ვიკვებოთ სწორად და მივიღოთ მინერალების დღიური მარაგი — საკუთარ თავზე ზრუნვა სულაც არ არის რთული, რადგან  ბუნებამ “ლიკანი” გვაჩუქა, რომლის დახმარებითაც მთელი დღის განმავლობაში შეგვიძლია შევინარჩუნოთ სიჯანსაღე, ენერგია, კარგი განწყობა და რაც მთავარია, დავიმუხტოთ ცოცხალი მინერალებით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.