fbpx

50 წლის წინ შექმნილი ნიუიორკული ნიღბები – ქაღალდის პარკისგან


გააზიარე სტატია


ავტორი: ლი კარტერი

წარმოშობით რუმინელ ილუსტრატორს, საულ სტეინბერგს ანტისემიტური იტალიიდან წასვლა და თავშესაფრის სხვა ქვეყანაში პოვნა მოუხდა. 1942 წელს The New Yorker-მა სტეინბერგის აშშ-ში შესვლა დააფინანსა და ერთი წლით ადრე მისი პირველი კარიკატურა გამოაქვეყნა. ამით დაიწყო სტეინბერგის როგორც კარიკატურისტისა და ილუსტრატორის თანამშრომლობა ამერიკულ გამოცემასთან, რომელიც 60 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ამ დროის მანძილზე სტეინბერგმა 90 გარეკანი და 1200 ილუსტრაცია შექმნა. ამავე დროს მთელი მსოფლიოს გალერეებსა და მუზეუმებში მისი ნახატების, ჩანახატების, პრინტების, კოლაჟებისა და სკულპტურების გამოფენა იმართებოდა.

და მან შექმნა ნიღბებიც. 1958 წელს, როცა ფოტოგრაფი ინგე მორატი პორტრეტის გადასაღებად სტეინბერგის სახლში მივიდა, ილუსტრატორი მას ნიღბით დახვდა. ნიღაბი მხოლოდ ქაღალდისა და მარკერისგან იყო დამზადებული.  ამის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მორატი და სტეინბერგი მუშაობდნენ ფოტოსერიაზე “მასკარადი”, რომელიც 2000 წელს წიგნად გამოიცა. მორატი სტეინბერგის ნიღბებში   მათ მეგობრებსა და თანამშრომლებს იღებდა.

ეს კოქტეილის წვეულებები ლეგენდად იქცა მორცხვი, სოციალურად მოუქნელი ლიტერატორებისთვის. თქვენ ვერასდროს მიხვდებოდით, რომ მეოთხე ფოტოზე წარმოდგენილი ადამიანი, რომელიც მანქანას ატარებს, დრამატურგი არტურ მილერია.

ორიგინალი: https://hintmag.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.