fbpx

ფოტოგრაფმა უსახლკაროები მათი საოცნებო პროფესიის შესაბამისად გამოწყობილები გადაიღო


გააზიარე სტატია


ავტორი: Leah Pellegrini

ფოტოგრაფი ჰოლია მანოლაჩე სან-ფრანცისკოში მოღვაწეობს. ცნობილია, რომ აშშ-ის ამ ქალაქში   პროცენტულად ყველაზე მეტი უსახლკარო ცხოვრობს.   

ფოტოგრაფი ფიქრობს, რომ უსახლკაროთა პრობლემები ხშირად უსამართლოდ სტერეოტიპული და არასწორად გაგებულია. პროექტი, სახელწოდებით “უფლისწული და მათხოვარი” მიზნად ისახავს უსახლკაროთა ახალი თვალით დანახვას. ფოტოსერია შედგება წყვილი სურათისგან –  მარცხენაზე უსახლკარო ადამიანი ჩვეულებრივ არის ჩაცმული, ხოლო მარჯვენა ფოტოზე გამოსახულ იმავე ადამიანს საოცნებო პროფესიისთვის შესაფერისი ტანსაცმელი აცვია.


ფოტოგრაფმა სურათები სტუდიაში გადაიღო, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში ძველი ჰოლივუდური ფილმებით შთაგონებულ შავ-თეთრ ფონზე მოაწყო.

ამ გზით იგი შეეცადა ხაზი გაესვა სუფთა ემოციებისა და სახის გამომეტყველებისთვის ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემო ეფექტების გარეშე. კადრის მოახლოებით ფოტოგრაფი გადმოსცემს მკაფიო სიახლოვეს, რომელიც სუბიექტსა და მნახველს შორის უთქმელ დიალოგს წარმოშობს.

კოსტიუმირებული გადაღებისთვის ფოტოგრაფმა რეკვიზიტები იყიდა ან იქირავა,  მისმა ცოლმა კი გმირების ვარცხნილობასა და მაკიაჟზე იზრუნა. გარდა ამისა, იგი დაეხმარა უსახლკარო ადამიანებს, რომ მიახლოებოდნენ მათთვის იდეალურ მომავალს, დაეხმარა ფულით, საკვებით და პროდუქტით, მოუძებნა ადგილი, სადაც დაძინებას შეძლებდნენ. 

“მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ფოტოგრაფი ვარ, მაწუხებდა კითხვა, თუ როგორ შემეძლო ვინმეს ჩემი ფოტოებით დავხმარებოდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ფოტოგრაფიას, ისევე როგორც მწერლობას, შეუძლია შეცვალოს მენტალობა და გადაჭრას პრობლემები”.

ფოტოგრაფმა ფოტოწიგნის შესაქმნელად და უსახლკაროებზე საუბრის კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხალხმრავალი კამპანია წამოიწყო.



ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.