fbpx

ჩიკაგოში ვირუსის “სუპერგამავრცელებლის” ინფიცირების ჯაჭვი დისტანცირების მნიშვნელობას ცხადყოფს


გააზიარე სტატია

ავტორი: ლორენ ფრიასი

კვლევა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ჩიკაგოს დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, აჩვენებს ე.წ. პაციენტ  A1.1-ის მიერ კორონავირუსის ჯაჭვურ გადაცემას. პაციენტი A1.1 დაავადების “სუპერგამავრცელებლად” არის მიჩნეული.


გამოძიებამ, რომელიც 28 დღე გაგრძელდა, დაადგინა პაციენტ A1.1-ის კონტაქტები.  A1.1-მა დაკრძალვისა და დაბადების დღის ცერემონიაზე დასწრებისას ვირუსი გადასდო 16 ადამიანს და მათგან  3 გარდაიცვალა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ინფიცირებულ პირთა ასაკი 5-დან 85 წლამდეა,  სამივე გარდაცვლილი კი 60 წლის ზევით იყო.

თებერვალში პაციენტი A1.1, რომელსაც ამ დროს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, დაკრძალვის წინა საღამოს ორ ადამიანთან ერთად სადილზე წავიდა. გარდაცვლილი ოჯახის ახლო მეგობარი იყო. თუმცა მისი გარდაცვალება კორონავირუსით არ ყოფილა გამოწვეული. სადილი, რომელიც სამ საათს გაგრძელდა,  საერთო კერძებსაც მოიცავდა.

მეორე დღეს პაციენტი A1.1 დაესწრო პანაშვიდს, იღებდა სამძიმარს და ეხუტებოდა მეგობრებსა და ნათესავებს. ამ ღონისძიებებიდან 1 კვირის შემდეგ სადილის ორივე მასპინძლი და დაკრძალვის ერთი მონაწილე კორონავირუსით ინფიცირებულები აღმოჩნდნენ.

სადილის ერთ-ერთი მასპინძლის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იგი ოჯახის წევრმა უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მოინახულა. ამის შემდეგ ოჯახის წევრს დაეწყო კორონავირუსის სიმპტომები, ხოლო მასპინძელი გარდაიცვალა.

A1.1 პაციენტმა დაბადების დღეზე არანაკლებ 7 ადამიანი დააინფიცირა, რომელთაგანაც 2 კორონავირუსით გარდაიცვალა.  


ამასთან ერთად, პაციენტი A1.1, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, დაესწრო დაბადების დღის წვეულებას, სადაც კიდევ 9 ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.  მოგვიანებით 7 მათგანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სანახავად მისული კიდევ ორი პირი დააინფიცირა, მათგან  ერთმა კი კორონავირუსი ოჯახის წევრს გადასდო. წვეულების მონაწილე მოგვიანებით გარდაიცვალა.


წვეულებაზე მყოფი სამი ადამიანი 90-წუთიან ღვთისმსახურებას დაესწრო და მათ წინ მჯდომი მინიმუმ ერთი ადამიანი დააინფიცირეს. 

A1.1 პაციენტის მიერ ორი მასპინძლის ინფიცირებიდან 2 კვირაში ილინოისში 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

ილინოისის შტატში შეკრების აკრძალვიდან 4 დღის შემდეგ გუბერნატორმა პრიტზკერმა სახლში დარჩენის დადგენილება გამოსცა. ჩიკაგოში დაავადების გავრცელების ჯაჭვი ცხადყოფს, თუ როგორ  გადაეცემა ვირუსი ოჯახებში გამართული ღონისძიებების დროს.

ეს მონაცემები ხაზს უსვამს, რამდენად აუცილებელია არსებული გაიდლაინების დაცვა, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და სახლში დარჩენა.

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.