fbpx

როგორ შეიქმნა კარანტინში Bedford Falls-ის ახალი სიმღერა MACEDONIA


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი ჯაფარიძე

ქართულმა, როგორც თვითონ ამბობენ, საშუალოდ ლამაზი კავკასიელი ბიჭებით დაკომპლექტებულმა და ჯერაც ჩამოუყალიბებელი ჟანრის ჯგუფმა, BEDFORD FALLS-მა ახალი, იზოლაციის პირობებით ინსპირირებული სიმღერა “MACEDONIA” საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე რამოდენიმე დღით ადრე გაავრცელა.

“მიხოსთან [გიტარისტთან] ვიყავით და თავს იმაზე ვიტეხავდით, თუ რა მოხდება მაშინ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება. ანუ როგორ შევიცვლებოდით იზოლაციაში. ეგ იყო, და მახსოვს, პიანინოზე ეგრევე არსაიდან მოვიდა მელოდია, რის მერეც მიზნად დავისახეთ, რომ ასეთი უბედურების დროს რაღაც იმედის ჩამსახველი დაგვეწერა”, – ამბობს ჯგუფის სოლისტი, დათო.

მუსიკალურ ვიდეოში 1911 წლის უხმო ფილმია გამოყენებული. ეს ფილმი დანტეს “ჯოჯოხეთის” ადაპტაციაა, რომლითაც ჯგუფს ვირუსის მიერ შექმნილი ვითარების აღწერა სურდა. “გარემო როგორც ჯოჯოხეთი”, – იმეორებს დათო.

BEDFOD FALLS 2014 წელს დაარსდა. მათ დაუკრავთ სხვადასხვა ადგილობრივ ფესტივალებზე, მათ შორის Tbilisi Open Air-ზე [2016 და 2018 წლებში]. დეკემბერში კი “Stereotrip: Tbilisi-ის” ფარგლებში, ქართველ მუსიკოსებთან ერთად [KORDZ; Eko & Vinda Folio და Anushka Chkheidze] კონცერტი საფრანგეთში, ქალაქ ნანტში ჰქონდათ.

2019 წლის 3 ოქტომბერს მათ სადებიუტო ალბომი “THIS IS YOUR HOUSE” გაავრცელეს და მას მერეც პერმანენტულად აგრძლებენ სიმღერების ატვირთვას. როგორც ბენდის წევრები ამბობენ,  კარანტინის რეჟიმში, კიდევ ბევრი სიმღერით მოამარაგებენ მსმენელს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.