ექიმები პაციენტების დასანახავად სპეცტანსაცმელზე საკუთარ გაღიმებულ ფოტოებს იმაგრებენ
ავტორი: Sara Barnes
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები სპეციალურ დამცავ აჭურვილობას ატარებენ, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. სპეციალური ტანსაცმელი ექიმებს თავიდან ფეხებამდე ფარავს.
სტერილური ხალათი, ნიღაბი, სახის დამცავი ფარი და სათვალე – სპეციალური აღჭურვილობის გამო მათ არ შეუძლიათ გაუღიმონ პაციენტებს, რომლებიც შეშინებულები და ავადობისგან შეწუხებულები არიან.
ექიმ რობერტო როდრიგესს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გასახალისებლად არაჩვეულებრივი იდეა გაუჩნდა: “თავს ცუდად ვგრძნობდი, როცა პაციენტებთან დამცავი აღჭურვილობითა და დაფარული სახით შევდიოდი. შეშინებული პაციენტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სანდო ღიმილს.
სწორედ ამიტომ დღეს მე სპეციალურ ტანსაცმელზე დიდი ლამინირებული სამკერდე ნიშანი გავიკეთე და ჩემს პაციენტებს დღეიდან დამამშვიდებელი და იმედის მომცემი ღიმილის დანახვა შეუძლიათ”.
სამკერდე ნიშანზე ექიმის სახელსა და გვართან ერთად დატანილია ფოტოსურათიც, რათა პაციენტებმა დაინახონ, ვინ არის სპეციალური ტანსაცმლის მიღმა. სავარაუდოდ, ეს ფაქტი პაციენტებს ავადმყოფობისგან გამოწვეულ შფოთვას შეუმსუბუქებს.
როდრიგესის ფოტო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მისი შთაგონებით კი სპეციალურ ტანსაცმელზე სამკერდე ნიშანი კორონავირუსთან მებრძოლმა ბევრმა ექიმმა დაიმაგრა. იმედი გვაქვს, რომ მათ სხვა მედიკოსებიც მიბაძავენ და სანდომიან ღიმილს პაციენტებს დაანახვებენ.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/