ჰაკათონი 2018 – Free Hack
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი 30, 31 მარტსა და 1 აპრილს სტუდენტური ორგანიზაცია „ეუჰაკის“ ორგანიზებულ ჰაკათონს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები იღებენ.
ამჟამად 150 აპლიკანტია დარეგისტრირებული, რომელთაც მიეცემათ 48 საათი, რომლის ფარგლებშიც უნდა შექმნან რაიმე საინტერესო ტექნოლოგიური პროექტი. მონაწილეთა უმრავლესობა კომპიუტერული ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინითა და game developing-ით დაინტერესებულ პირები არიან.
ჰაკათონის მონაწილეებს, ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სამუშაო სივრცითა და საკვებით, მათ ასევე საშუალება ექნებათ სხვადახსხვა საინტერესო ტექნოლოგიური საუბრები მოისმინონ. სპიკერები იქნებიან :
დაჩი ჭოლაძე (PULSAR AI) – DATA BENEFITS
თენგო ამურველაშვილი (GWP) – EPR სისტემები
ქეთევან ახრახაძე (PROXIMA SLUTIONS ) – დეველოპინგის პროცესის შეცდომები
და უშუალოდ პროექტის ორგანიზატორი ორგანიზაციის წარმომადგენელი
დავით ხასია (EUHACK)- იყო და არა იყო რა – ჰაკათონი
პროექტის მიმდინარეობისას კვალიფიციური მენტორები მონაწილეებს დაეხმარებიან ამა თუ იმ პრობლემების გადაწყვეტაში, ხოლო შემდეგ ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : EUHACK-ის ფეისბუქ გვერდს.