fbpx

ნიკა კაჩაროვის რეკომენდაციები: 5 ნაკლებად ცნობილი სერიალი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო


გააზიარე სტატია

 

თუ უკვე კვირებია, რაც კარანტინში იმყოფები და ჯერ კიდევ არ გაქვს რაიმე სერიოზული საზრუნავი, გაგიმართლა – უამრავი სატელევიზიო სერიალი არსებობს, რომელთა დახმარებითაც დროს შენს გემოზე გაიყვან. თუ საინტერესო რამეს წააწყდები, ხომ კარგი, თუ არადა, ის მაინც გეცოდინება, რას აღარ უნდა უყურო.

იმისთვის, რომ ეს გრძელი სია უფრო მეტად გავფილტროთ, AT.ge წარმოგიდგენთ მუსიკოს ნიკა კაჩაროვის რეკომენდაციებს 5 შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ გამორჩეულად საინტერესო სერიალით, რომლებიც თუ აქამდე არ გინახავს, აუცილებლად უნდა ნახო.

 

I’m not OK with this/მე არ ვარ თანახმა

2020 წლის ამერიკული კომედია-დრამა სერიალი, რომელმაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. სერიალი 15 წლის სიდნიზეა,  თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც სკოლაში დაძაბულობის გარდა, რთულ ოჯახურ მდგომარეობასა და ახლად აღმოჩენილ სექსუალობას უმკლავდება.  გარდა ამისა, ის მისტიკური სუპერძალებითაა დაჯილდოებული, რომელიც მასში ნელ-ნელა იღვიძებს.  

 

Tiger King: Murder, Mayhem and Madness/ მეფე ვეფხვი: მკვლელობა, დასახიჩრება და სიგიჟე

2020 წლის კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალი, რომელიც ზოოპარკის მფლობელი ჯო ეგზოტიკის ცხოვრებას ეხება. სერიები ფოკუსირებულია იმ პატარა, მაგრამ ღრმად დაკავშირებულ საზოგადოებაზე, რომელიც დიდი კატისებრთა ოჯახების კონსერვაციონისტებისგან შედგება. Big Cat Rescue-ის მფლობელი კაროლ ბასკინი  ჯო ეგზოტიკს ველური ცხოველების ბოროტად გამოყენებასა და ექსპლუატაციაში ადანაშაულებს, მაგრამ რა შედეგებამდე მივა ეს დაპირისპირება?

 

Better Things/ყველაფერი უკეთესობისკენ

2016 წლის ამერიკული კომედია-დრამა სერიალი, რომელიც განქორწინებული და მარტოხელა დედის ცხოვრებას აღწერს. რა სირთულეებს აწყდება ის 3 ქალიშვილის აღზრდის პროცესში? ყველაფრის მიუხედავად, ამ სერიალის მთავარი გმირი არ ნებდება, რადგან მასზე  დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული, ხოლო ეს პასუხისმგებლობა კი შემდგომ ცხოვრების აზრში გადაიზრდება..

 

Curb Your Enthusiasm/მოთოკე შენი ენთუზიაზმი

2000 წლის ამერიკული კომედიური სატელევიზიო სერიალი, რომელშიც კომიკოსი და მწერალი ლერი დევიდი საკუთარი თავის გამოგონილ ვერსიას ასახიერებს. ის  პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და ყველაფერს არასწორად აკეთებს.

 

What we do in the shadows/რას ვაკეთებთ სიბნელეში

2019 წლის ამერიკული კომედიურ-საშინელებათა ჟანრის სერიალი, რომელიც უკვდავი ვამპირების ცხოვრებას აღწერს.  მათი სიცოცხლე ასობით წელს ითვლის, მაგრამ რა გზებით ცდილობენ ისინი თანამედროვე სამყაროში გადარჩენას, სადაც უამრავი პრობლემა არსებობს? 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.