Apple-მა ახალი iPhone SE გამოუშვა, რომლის ფასიც 400$ იქნება
ავტორი: Lisa Eadicicco
ოთხშაბათს Apple-მა საბოლოოდ გაავრცელა ინფორმაცია უკვე კარგად ცნობილი iPhone SE-ს შესახებ. ახალი 400-დოლარიანი iPhone Apple-ის პროდუქციას შორის ყველაზე იაფია და მან iPhone 8 უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც 2 წელზე მეტია, რაც არსებობს.
თქვენ შეამჩნევთ, რომ iPhone SE ძალიან ჰგავს iPhone 8-ს: ორივე მოწყობილობა ერთი ზომისაა, ორივეს Home ღილაკში ჩაშენებულია Touch ID და ორივე მინასა და ალუმინისგან არის დამზადებული.
iPhone SE ძალიან ჰგავს iPhone 8-ს, თუმცა მომხმარებელი აუცილებლად იგრძნობს განსხვავებას განახლებული შინაგანი კომპონენტების წყალობით.
აქ ნახავთ უფრო დეტალურ შედარებას iPhone 8-სა და iPhone SE-ს შორის:
iPhone 8 და iPhone SE-ს შორის ყველაზე დიდი განსხვავება მათ პროცესორებშია
iPhone SE-ის მთავარი მახასიათებელი Apple’s A13 Bionic პროცესორია, რომელიც ასევე iPhone 11-სა და iPhone 11 Pro-ს მოდელებშია გამოყენებული.
iPhone 8 Apple A11 Bionic პროცესორზე მუშაობს, რომელიც ახლა უკვე ორზე მეტი წლისაა.
უფრო ახალი და მძლავრი პროცესორის საშუალებით iPhone SE, iPhone 8-სთან შედარებით, უფრო სწრაფი რეაგირების იქნება და ამავე დროს, კამერის ახალი ფუნქციებიც ექნება დამატებული.
iPhone SE-სა და iPhone 8-ს 12-მეგაპიქსელიანი კამერა აქვთ, თუმცა iPhone SE კამერის დამატებით ფუნქციებსაც გვთავაზობს
iPhone SE-ს და სტანდარტულ iPhone 8-ს აქვთ ერთუჯრედიანი 12-მეგაპიქსელიანი კამერა f / 1.8 დიაფრაგმით. ორივე მოდელს ახასიათებს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და ციფრული მასშტაბირება 5x-მდე.
მაგრამ iPhone SE-ს ასევე აქვს პორტრეტის რეჟიმიც. ეს არის ფუნქცია, რომელიც ფონის გაბუნდოვნების ფონზე, სუბიექტს ამკვეთრებს.
iPhone SE-ს პორტრეტის რეჟიმში 6 ტიპის განათების ეფექტი (lighting effects) აქვს. სხვა iPhone-ებს, მაგალითად, როგორიცაა iPhone XR, მხოლოდ რამდენიმე ასეთი ეფექტის მხარდაჭერა აქვს. 4.7-დიუმიან iPhone 8-ს არ აქვს პორტრეტის რეჟიმი; ფუნქცია ორკამერიან iPhone 8 Plus-ს აქვს.
iPhone SE-ს iPhone 11-ისა და iPhone 11 Pro-ს მსგავსი Smart HDR აქვს, რის გამოც ფოტოებში განათება ბუნებრივია iPhone 8-ის ავტომატურ HDR-თან შედარებით.
iPhone SE-ის კამერის სხვა ფუნქცია, რომელიც iPhone 8-ს არ აქვს, ვიდეოჩანაწერისთვის გაფართოებული დინამიკური დიაპაზონია წამში 30 კადრით,
QuickTake საშუალებას მოგცემთ ვიდეოდან ფოტოს რეჟიმზე გადახვიდეთ გამომრთველი ღილაკის საშუალებით და ასევე ისარგებლოთ სტერეო/აუდიო ჩამწერით.
ორივე ტელეფონს 7-მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, მაგრამ iPhone SE-ს წინა კამერა პორტრეტის რეჟიმის მხარდაჭერითაა.
iPhone SE-ს წინა კამერას პორტრეტის რეჟიმში ექვსივე განათების ეფექტი აქვს, ისევე, როგორც უკანა კამერას. iPhone 8-ის წინა კამერას კი საერთოდ არ აქვს პორტრეტის რეჟიმი.
ეს ორი ტელეფონი სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი
iPhone SE ხელმისაწვდომია შავ, თეთრ და წითელ ფერებში. ეს ბოლო ფერი შემოთავაზებულია Apple-ის წითელი ხაზის მიერ, რომელიც 30 სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება. ჩვეულებრივ, Apple-ის წითელი ხაზში შემოსული თანხა შიდსით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად აფრიკის ქვეყნებში ირიცხება.
iPhone 8 გვხვდება ვერცხლის, კოსმოსურ ნაცრისფერ და ოქროსფერ ფერებში
iPhone SE-ს დამატებითი მეხსიერება ექნება
iPhone SE-ს მეხსიერების მოცულობის სამი ვერსია ექნება: 64GB, 128GB და 256GB.
შედარებისთვის: iPhone 8 მხოლოდ 64GB და 128 GB მეხსიერების ვარიანტებით არის ხელმისაწვდომი
iPhone SE-ს და iPhone 8-ს თითქმის იდენტური ეკრანები აქვთ, გარდა ერთი პატარა განსხვავებისა
ორივე ტელეფონს აქვს 4.7-დიუმიანი ეკრანი, ერთნაირი რეზოლუციითა და სიკაშკაშით. ორივე ტელეფონს აქვს Apple-ის True Tone ფუნქცია, რითაც ეკრანის განათების ტემპერატურა უფრო თბილი და ბუნებრივი ხდება გარემოს განათების შესაბამისად.
მაგრამ ამ ორს შორის მცირე განსხვავებაცაა: iPhone 8-ის ეკრანს 3D Touch, iPhone SE-ს კი Haptic Touch ტექნოლოგია აქვს.
ეს არის ორი განსხვავებული ტექნოლოგია, რომლებიც ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ. Haptic Touch Apple-ის უფრო თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომლიც 3D Touch-ისგან განსხვავებით, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს აპლიკაციის გამოსახულებაზე თითის დაჭერით მიიღოს შიგთავსზე წვდომის საშუალება.
iPhone SE-ს ორი SIM ბარათის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, ხოლო iPhone 8-ს ერთის.
Apple-მა ორმაგი SIM ბარათის მხარდაჭერა iPhone XR და iPhoneXS-ს დაუმატა და ეს ფუნქცია აქვს ახალ iPhone SE-საც.
ორი სიმ ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ დაამატოთ სატარიფო გეგმა და ტელეფონის ნომერი ერთ მოწყობილობაში.
საბოლოო ჯამში, iPhone SE iPhone 8-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს.
თუ iPhone 8 გაქვთ, iPhone SE ალბათ ძალიან მსგავსი მოგეჩვენებათ იმისთვის, რომ განახლებად ღირდეს, თუ არ ჩავთვლით iPhone SE-ს სისწრაფესა და კამერის დამატებით ფუნქციებს.
მაგრამ iPhone SE-ს ყველა შესაძლებლობა აქვს, რითაც iPhone 6s-ის ან უფრო ძველი მოდელების შეცვლის მსურველ შეზღუდული ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს მიიზიდავს. ვიზუალურად iPhone SE-ს დიზაინი კომპაქტური და ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც იყენებდა ან ახლაც იყენებს ძველ მოდელს. განსაკუთრებით კი Apple-ის 2016 წლის მოწყობილობების მფლობელებს დააინტერესებთ.
ორიგინალი: https://www.businessinsider.com/