დარაბებს მიღმა გაზაფხულია – ელენე ღლონტი
ავტორი: ელენე ღლონტი
ისევ ნაცნობი აღმართით მივუყვები გზას ერთი საყვარელი სახლის ფანჯრისკენ. მგონია, რომ ოციანი წლების თბილისში ამოვყავი თავი და მამაჩემიც დაუღალავად თითო შემხვედრ სახლს და ქუჩას თითო ისტორიას უძღვნის. ყველაფერი, რაც წიგნებში წაგვიკითხავს აქ ცოცხლდება – აი, ამ სახლებში, რომლებიც ურყევად დგანან, როგორც სხვადასხვა დროის არტეფაქტები.
ამ ქვეყანაში ანდერგრაუნდმა შემოინახა კულტურა, რომელიც სახლიდან სახლში გადაედინებოდა და ინახებოდა,როგორც ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გაგვაჩნია.ამ სარდაფსაც, რომლისკენაც მივდივართ თავისი გამოსახლების, ჩამოსახლების და დასახლების ისტორია აქვს. ბევრი იტყვის, რომ აქ ცხოვრობს ლომერ ახვლედიანი – დიდი ქართველი ოპერატორი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ ცხოვრობს ნანა ავალიშვილი – დიდი ქართველი პიანისტი. ნანას ხელებში მთელი ორკესტრია, მაგრამ თვითონ ხშირად ამბობს, რომ მურაბების კეთება უფრო კარგად გამოსდის, ვიდრე დაკვრა.
თბილისი ✨ pandemics diaries
Gepostet von Elle Glonti am Dienstag, 21. April 2020
ჩვენსავით ურჩი ნაცნობ-მეგობრები გვეგებებიან ქუჩაში და სამძიმარს გვაწევენ ამ უცნაურ დროს, ამ უცნაურად დამშვიდებულ ქალაქში. ბებიაჩემი ამ ვირუსს ემსხვერპლა, ამიტომაც მივდივართ უკუღმა სამძიმარზე, რომ ლომერი და ნანა სახლიდან არ გამოვიდნენ.
და აი, ისევ ერთად ვართ, ნანა ისევ უკრავს… And where there is life there is hope.
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.