fbpx

რა დახმარებებს გასცემს მთავრობა – მოქალაქეებისთვის, პენსიონერებისთვის და ბიზნესებისთვის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში


გააზიარე სტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული დახმარებების შესახებ მოხსენება გააკეთა. პრემიერის განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დახმარების პაკეტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

  • სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-სა და 100 ათასს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებენ. ეს დახმარება 70 ათას ოჯახს – 190 ათას მოქალაქეს შეეხება.
  • მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში, თვეში 200 ლარს მიიღებენ ისინი, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.  მთლიანობაში, მოქალაქეების ეს ჯგუფი დახმარების სახით მიიღებს ჯამში 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარს.
  • იმ ადამიანებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება როგორც თვითდასაქმებულების, მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება. ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გახარიას სიტყვებით, სოციალური სამსახურების ჩართვით განხორციელდება და ამ ტიპის დახმარების ბიუჯეტი 75 მილიონი ლარი იქნება.
  • ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში მთავრობამ პენსიების ინდექსიფიკაციას მოახდენს. 2021 წლის იანვრიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე. შესაბამისად, 70 წელს ქვემოთ პენსიონრებს, პენსია გაეზრდებათ არანაკლებ 20 ლარისა, 70 წელს ზევით პენსიონერებს კი არანაკლებ 25 ლარისა. ამ პირობებით ისარგებლებს 410 000 პენსიონერი.
  •  მომავალი ექვსი თვის განმავლობაში კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. 1 500 ლარამდე ხელფასი 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური გეგმის წარდგენისის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა „ფინანსური დახმარებისთვის და მენეჯმენტის ნაწილში ჩართულობისთვის“.

მან აგრეთვე აღნიშნა და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს დაეხმარა.

2,500 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.