როგორ გაიხსნება ეკონომიკური საქმიანობები საქართველოში სამთავრობო გეგმის მიხედვით
სამთავრობო ანტიკრიზისული პროექტის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა გახარიამ მოქალაქეებისთვის დაგეგმილი დახმარებების გარდა საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის განრიგზეც ისაუბრა. არსებული გეგმით, ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად – ორ კვირის ინტერვალებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის შემდეგ განხორციელდება.
27 აპრილიდან გაიხსნება
– მსუბუქი ავტომოვილებისა და ტაქსების გადაადგილება
– ონლაინ ვაჭრობა შეზღუდვების გარეშე
– ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
თუ სიტუაცია ხელახლა არ გაუარესდა, ეტაპობრივად, ყოველ ორ კვირაში განხორციელდება შემდეგი საფეხურები:
11 მაისიდან
– მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საქმიანობა
– ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები
– საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი
– სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
25 მაისიდან
– საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან
– ყველა ტიპის ღია ბაზრობა
– ყველა ტიპის წარმოება
– საგამომცემლო საქმიანობა
8 ივნისიდან
– სავაჭრო ცენტრები
– ღია ტიპის კვების ობიექტები
– ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება
– სილამაზის სალონები
22 ივნისიდან
– დახურული ტიპის ბაზრები
– ყველა ტიპის კვების ობიექტები
6 ივლისიდან
– გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა
– აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესი
– სასტუმროები
– საგანმანათლებლო საქმიანობა
– ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში