ინსულტების ტენდენცია კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდა პაციენტებს შორის – Washington Post
ავტორი: Ariana Eunjung Cha
თომას ოქსლის ცვლაც კი არ იყო მაშინ, როდესაც შეატყობინეს, რომ მანჰეტენზე მდებარე Mount Sinai Beth Israel-ის საავადმყოფოში უნდა წასულიყო. გადაუდებელი პაციენტების სამკურნალოდ საკმარისი ექიმები არ ჰყავდათ, ამიტომაც საჭირო იყო მისი საოპერაციოში ყოფნა. ერთი შეხედვით პაციენტების მონაცემები დიდად გასაოცარი არ ყოფილა.
ერთ-ერთ მათგანს არც წამლები მიუღია და არც ქრონიკული დაავადებების ისტორია ჰქონია. იგი მშვენივრად გრძნობდა თავს, იზოლაციის პერიოდში, სხვა მოქალაქეების მსგავსად, სახლში იყო, როდესაც მოულოდნელად მას საუბარი გაუჭირდა და სხეულის მარჯვენა მხარეს ვერ ამოძრავებდა. ვიზუალიზაციით ბლოკირებული ჩანდა მისი თავის მარცხენა ნაწილი.
ექიმი თომას ოქსლი გაოცდა, როდესაც პაციენტის შესახებ გაიგო: 44 წლის, კორონავირუსის ტესტირების პასუხი დადებითი. მამაკაცი იმ 30-40 წლის პაციენტებში შედიოდა, რომლებსაც ინსულტი ჰქონდათ და ამავდროულად, კორონავირუსით ინფიცირებულები იყვნენ. საშუალო ასაკი ასეთი ტიპის ინსულტისთვის 74 წელია. როდესაც ნევროლოგმა თომასმა პროცედურა სისხლის შედედების (კოლტის) მოშორებით დაიწყო, მან შეამჩნია ის, რაც მანამდე არასდროს უნახავს.
მონიტორებზე, ტვინი, როგორც წესი, შავი ჩახლართული ხაზებივით ჩანს, “სპაგეტივით”, რაც სისხლძარღვების რუკას აჩვენებს. შედედება ცარიელი ლაქასავით ჩანს. როდესაც მან ნემსის მსგავსი ხელსაწყოს გამოყენება დაიწყო შედედების მოსაშორებლად, შეამჩნია, რომ სისხლის ახალი შენადედები რეალურად თავიდან, მის გარშემო წარმოიქმნებოდნენ. “ეს სიგიჟეა”, – ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც ექიმმა წარმოთქვა.
ახალგაზრდა და საშუალო ასაკში ინსულტის შესახებ ცნობები საკმაოდ ჩახლართული თემაა Covid-19-თან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პარასკევის მონაცემებით, ვირუსით მსოფლიოში თითქმის 2.8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 195 000 გარდაიცვალა, მისი ბიოლოგიური მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ფიქრობდნენ, რომ ის პათოგენია და, პირველ რიგში, ფილტვებს არტყამს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უფრო ძლიერი მტერია და სხეულის თითქმის ყველა მთავარ ორგანულ სისტემაზე ზემოქმედებს.
აქამდე ინსულტისა და Covid-19-ის შესახებ ცოტა ინფორმაცია მოიპოვებოდა. ჩინეთში, ვუჰანში გამოქვეყნდა ერთი მოხსენება, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგიერთ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს ინსულტი ჰქონდა, რომელთაგან ბევრი სერიოზულად დაავადებული და ხანდაზმული იყო. ახლა კი პირველად, აშშ-ს სამი დიდი სამედიცინო ცენტრი ემზადება, რომ ინსულტის ფენომენის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნონ. რიცხვები მცირეა, თითოეულ ადგილზე რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ისინი გვაწვდიან ახალ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას უკეთებს ვირუსი ჩვენს ორგანოებს.
ინსულტი, რომელიც სისხლის მიწოდების უეცარი შეფერხებაა, უამრავი მიზეზით გამოწვეული რთული პრობლემაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გულის პრობლემებით, ჩაკეტილი არტერიებით ქოლესტერინის დანალექის გამო და ა.შ. პატარა ინსულტი ხშირად მუდმივ დაზიანებას არ იწვევს და მისი მოგვარება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უფრო დიდი შეიძლება კატასტროფული იყოს.
ანალიზების თანახმად, კორონავირუსული პაციენტები ძირითადად ინსულტის ყველაზე მომაკვდინებელ ტიპს განიცდიან. როგორც ცნობილია,“ოკლუზიურ დიდ სისხლძარღვებს (LVO)” ერთი დარტყმით შეუძლიათ ტვინის დიდი ნაწილის განადგურება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოძრაობაზე, მეტყველებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან ისინი იმყოფებიან სისხლის მთავარ მომმარაგებელ არტერიებში. მრავალი მკვლევარი ეჭვობს, რომ Covid-19-ით დაავადებულ პაციენტში ინსულტი შეიძლება იყოს სისხლის პრობლემების შედეგი, რაც ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში შედედებას წარმოქმნის.
სისხლძარღვების კედლებზე წარმოქმნილი შედედება მაღლა მიემართება. წვივის უკანა ნაწილში წარმოქმნილი შესაძლებელია ფილტვებში გადავიდეს, ეს ფილტვის ემბოლიასა (სისხლძარღვის დაცობა) და შედეგად, სუნთქვის უკმარისობას იწვევს, რაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის ცნობილი მიზეზია. გულში ან მის მახლობლად მყოფმა შედედებამ შესაძლოა გულის შეტევა გამოიწვიოს.
ბევრმა ექიმმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტში სავარაუდოდ, 4-ჯერ მეტი სახლში გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული, ვიდრე ვირუსის პიკის დროს. მათი აზრით, ზოგიერთ გარდაცვლილს ინსულტიც ჰქონდა, მაგრამ სიმართლე შესაძლოა არასდროს გახდეს ცნობილი, რადგან ძალიან ცოტა გვამი გაკვეთეს. ერთი კითხვა არსებობს: წარმოიქმნება თუ არა შედედება სისხლძარღვებზე უშუალო შეტევის გამო, თუ ეს პრობლემა იმუნური სისტემის სისუსტისგანაა გამოწვეული?
”თქვენს ორგანიზმში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობამ განაპირობა თუ არა იმუნური “პასუხით” ტვინის დაზიანება?” – განაცხადა ჩოუმ. ის იმედოვნებს, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება ინსულტისა და სხვა ნევროლოგიური გართულებების კვლევით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც 17 ქვეყნის 68 სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ.
თომას ჯეფერსონის საუნივერსიტეტო საავადმყოფომ და ნიუ-იორკში მდებარე NYU Langone Health-მა დაადგინეს, რომ მათ 12 პაციენტს, რომლებიც სამკვირიან პერიოდში თავის ტვინში დიდი სისხლძარღვების ბლოკირებაზე მკურნალობდნენ, ჰქონდათ ვირუსი. მათი 40% 50 წლამდე ასაკისა იყო და ისინი არანაირი რისკ-ფაქტორის ჯგუფს არ განეკუთვნებოდნენ.
ჯებურმა და მისმა თანაავტორმა ეითენ რეზმა, რომელიც „NYU Langone“-ის ნეირორადიოლოგიის ასისტენტ-პროფესორია, განაცხადეს, რომ COVID-19-ით გამოწვეული ინსულტები ლოგიკურ ჩარჩოებში არ ჯდება. „ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ 60 წლის პაციენტებიც „ახალგაზრდები“ არიან ამ დაავადებისთვის, თუ საქმე სისხლძარღვების ოკლუზიას ეხება“. ეითან რეზი ამბობს: სასიკვდილო ინსულტების შესახებ “არასდროს გვინახავს ამდენი შემთხვევა 50, 40 და 30 წლის პაციენტებში.”
რეზი დაინტერესდა, თუ რატომ არის ამდენი ახალგაზრდა პაციენტი დისტრეს-სინდრომით, რადგან, როგორც წესი, ახალგაზრდებს, ხანდაზმულებთან შედარებით, ბევრად უკეთ შეუძლიათ ამ დაავადებასთან შებრძოლება: „მათი ფილტვები იმარჯვებენ, თუმცა, მაინც ვერ აარიდებენ თავს სხვა გართულებებს“.
ჯებურმა თქვა, რომ ბევრ შემთხვევას მკურნალობისას უჩვეულო მახასიათებლები აღენიშნებოდა. ტვინის კოლტები ჩვეულებრივ ჩნდება არტერიებში, რომელთაც სისხლი გულიდან გამოაქვთ. თუმცა, COVID-19-ის შემთხვევაში, ისინი ჩნდებოდა ვენებზეც, რომლებსაც სისხლი საპირისპირო მიმართულებით გადააქვთ და რომელთა მკურნალობაც ბევრად რთულია. ზოგიერთი პაციენტის ტვინში ერთზე მეტი კოლტიც კი ჩნდებოდა, რაც ძალიან იშვიათია. „ჩვენ ვუმკურნალებთ სისხლძარღვს და ის ფუნქციონირებას მშვენივრად განაგრძობს, თუმცა შემდეგ ინსულტი სხვა ადგილზე განვითარდება“, მეორე წარმოქმნილი კოლტის გამო, თქვა მან.
„სინას მთის“, ნიუ-იორკში ყველაზე ფართო სამედიცინო ცენტრის, ფიზიკოს-მკვლევარმა ჯეი მოკკომ თქვა, რომ პაციენტთა რიცხვი, რომელთაც ტვინში არსებული სისხლის მოძრაობის შეფერხება აღენიშნებოდათ, COVID-19-ით ინფიცირების მე-3 კვირის მანძილზე გაორმაგდა და 32-ს გადააჭარბა, პაციენტთა ნახევარზე მეტი კი (19 პაციენტი) COVID-19-ის მიმართ პოზიტიური აღმოჩნდა.
ეს რამდენიმე შემთხვევა კი არაფერია იმ პაციენტების რიცხვთან შედარებით, რომელთაც უჩვეულო მახასიათებლები აღენიშნებოდათ. პანდემიის პირველმა ტალღამ ასაკოვან ადამიანებს დაარტყა, რომელთა შორისაც იყვნენ გულის დაავადებების, დიაბეტის, სიმსუქნისა და სხვა თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანები. „სინას მთის“ შემთხვევები, COVID-19-ით გამოწვეული ინსულტები კი აღენიშნებოდათ ახალგაზრდებს, რომლებიც არცერთ რისკ-ჯგუფს არ განეკუთვნებოდნენ.
საშუალოდ, COVID-19-ით გამოწვეული ინსულტის მქონე პაციენტები იყვნენ 15 წლით უმცროსები, ვიდრე სხვა ინსულტიანი პაციენტები ვირუსის გარეშე.
„ესენი არიან ადამიანები, ყველაზე დაბალი ალბათობით, რომელთაც შეიძლება ჰქონოდათ ინსულტი“, – თქვა მოკკომ.
გაფრთხილება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ადამიანისგან: | „ის ნამდვილია, თუ ფიქრობ, რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ, ის ძირს დაგცემს“, – ეს სიტყვები ეკუთვნის 33 წლის ჟანეტ მენდეზს, ბრუკლინის „სინას მთის“ ჰოსპიტლის პაციენტს.
მოკკომ, რომელმაც თავისი კარიერის წლები ინსულტების შესწავლასა და მათი მკურნალობის გზების ძიებაში გაატარა, თქვა, რომ ის ანალიზებით სრულიად შოკირებული იყო. მისი თქმით, კორელაცია COVID-19-სა და ინსულტს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ძლიერი იყო, რაც კი ოდესმე შეხვედრია.
„ეს ზედმეტად ძლიერი სიგნალია საიმისოდ, რომ დამთხვევა იყოს“, – ამბობს ის. გაზეთ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულია წერილი, რომელშიც „სინას მთის“ გუნდი დეტალურად აღწერს ახალგაზრდა პაციენტების 5 შემთხვევას, რომელთაც ინსულტი სახლში დაემართათ, 23 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში. დაზარალებულთა ასაკი იყო 33, 37, 39, 44 და 49. ისინი სახლში იყვნენ, როდესაც უეცარმა სიმპტომებმა იჩინა თავი, მათ შორის: მეტყველების პრობლემები, დაბნეულობა, სახის ერთი ნაწილის „წართმევა“ და მხრის კუნთებში ძალის დაკარგვა.
ერთი მათგანი დაიღუპა. ორი ისევ აგრძელებს ჰოსპიტალიზაციას, ერთ-ერთი გადის რეაბილიტაციის კურსს, ერთი კი სახლში გაეწერა, რათა თავის ძმაზე ეზრუნა. მათგან მხოლოდ ერთ-ერთს, 33 წლის ქალბატონს შეუძლია მეტყველება.
ოქსლეი, ინტერვენციული ნევროლოგი ამბობს, რომ ინსულტის დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, თუ რამდენად სწრაფად ხდება სამედიცინო ჩარევა. 33 წლის ქალბატონი მანამდე იყო ჯანმრთელი, მაგრამ აღენიშნებოდა ხველა და თავის ტკივილი დაახლოებით 1 კვირის მანძილზე. 28 საათის განმავლობაში მან შენიშნა მეტყველების პრობლემა, ასევე, სხეულის მარცხენა ნაწილში სისუსტე და გაშეშება, თუმცა, მკვლევრებმა ამ შემთხვევაზე ასე დაწერეს: „დაგვიანებული გადაუდებელი დახმარება COVID-19 დაავადების შიშის გამო“. როგორც ჩანს, ის უკვე ინფიცირებული იყო.
ჰოსპიტალში მიყვანის დროს კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მას ტვინზე 2 კოლტი აღენიშნებოდა და მის ფილტვებშიც ჩანდა დაზიანებები, რომლებიც COVID-19-ის ნიშნები იყო. ქალს ორი განსხვავებული თერაპია ჩაუტარდა, რათა კოლტებისთვის თავი დაეღწია და მკურნალობის მე-10 დღეს ის უკვე საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს, რომ შინ გაეწერათ.
ოქსლეი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანებმა ინსულტებზე უნდა იცოდნენ, არის ის, რომ ისინი მკურნალობას სრულებით ექვემდებარებიან. ექიმებს ხშირად შეუძლიათ დახშული სისხლძარღვები გაასუფთაონ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და ჩადგან სტენტი. თუმცა, აუცილებელია, რომ ეს მოხდეს სწრაფად, იდეალურია 6 საათი და არა უგვიანესი 24 საათი.“გვინდა გითხრათ, რომ თუ გაქვთ ინსულტის სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ“.
44 წლის მამაკაცს, რომელსაც ოქსლეი მკურნალობდა, ექიმებმა დიდი კოლტი მოაცილეს მარტის ბოლოსთვის, თუმცა პაციენტი ჯერ კიდევ იბრძვის. ამ კვირაში კი, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მას ინტენსიური მკურნალობის პალატაში გადაიყვანენ.
ორიგინალი: https://www.washingtonpost.com/